01:52 - 29 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-12-21 16:53:44, 1014 ნახვა

საზოგადოება
მედია - უკრაინის 20-მდე მოქალაქე რუსეთ-საქართველოს საზღვარზეა ჩარჩენილი

უკრაინის 20-მდე მოქალაქე, საბუთებთან დაკავშირებული პრობლემების გამო, რუსეთ-საქართველოს სახმელეთო საზღვრის გადაკვეთას ვერ ახერხებს. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა Эхo Кавказа ავრცელებს.

როგორც გამოცემა წერს, ისინი საქართველოს საგუშაგოს ტერიტორიაზე, ბუფერულ ზონაში არიან განლაგებული.

უკრაინის მოქალაქე ანდრეი სურჟკომ გამოცემასთან საუბრისას განაცხადა, რომ სამი კვირაა, საზღვარზე იმყოფება და მასთან ერთად არიან ტუბერკულოზით დაავადებული ადამიანები, რომლებსაც სარდაფში, იატაკზე სძინავთ.

"მინდა უკრაინაში წავიდე. ცუდად ვარ: კუჭის წყლული მაქვს, სასწრაფო გამოვიძახე, თუმცა მხოლოდ ტკივილგამაყუჩებლებს მაძლევენ. მკურნალობა მჭირდება და არ ვიცი, რა გავაკეთო", - განაცხადა სურჟკომ.

საზღვარზე ჩარჩენილი კიდევ ერთი პირი ვადიმ ლევჩენკო Paper Kartuli-სთან საუბრისას აცხადებს, რომ ის უკვე თვეზე მეტია, რაც საზღვარზე იმყოფება.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უკრაინის მოქალაქეს მონაკოს პრინცის ნათესავის მკვლელობაში ბრალი წაუყენეს
ჩქაროსნული მატარებლების ავარიის გამო, ესპანეთში სამდღიანი გლოვა გამოცხადდა
ესპანეთის ყოფილი შრომის მინისტრი ავარიისას ერთ-ერთ მატარებელში იმყოფებოდა, სავარაუდოდ, გარდაიცვალა
ზელენსკიმ სამშვიდობო შეთანხმების დადებისას პირველად შესთავაზა რუსეთს უსაფრთხოების გარანტიები
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics