01:50 - 29 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-12-21 13:24:14, 766 ნახვა

საზოგადოება
ოთარ შამუგია IFAD-ის რეგიონულ დირექტორს შეხვდა

​საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია სოფლის მეურნეობის განვითარების საერთაშორისო ფონდის (IFAD) რეგიონულ დირექტორს, ლიამ ჩიკას შეხვდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს

უწყების ცნობით, შეხვედრაზე მხარეებმა მიმდინარე პროექტები და სამომავლო თანამშრომლობის მიმართულებები განიხილეს.

„სოფლის მეურნეობის განვითარების საერთაშორისო ფონდთან მრავალწლიანი წარმატებული თანამშრომლობა გვაკავშირებს. მინდა მადლობა გადაგიხადოთ მხარდაჭერისთვის და ერთობლივი მუშაობით მიღწეული პოზიტიური შედეგებისთვის. საქართველო არაერთი მიმართულებით რეფორმებს აქტიურად ახორციელებს. დადებითი შედეგები უკვე სახეზეა, თუმცა გარკვეულ სექტორში, მათ შორის საძოვრების მართვის კუთხით, კვლავ არსებობს გამოწვევები, რომელთა დაძლევისთვის ჩვენი პარტნიორების მხარდაჭერა მნიშვნელოვანი იქნება. ვფიქრობ, მომავალში, IFAD-თან პარტნიორობის გააქტიურება და ეფექტიანი თანამშრომლობა კიდევ უფრო უკეთეს შედეგებამდე მიგვიყვანს“, - განაცხადა ოთარ შამუგიამ.

როგორც IFAD-ის რეგიონულმა დირექტორმა, ლიამ ჩიკამ აღნიშნა, სოფლის მეურნეობის განვითარების საერთაშორისო ფონდი (IFAD) მომავალშიც აქტიურად გააგრძელებს საქართველოს მხარდაჭერას და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან მჭიდრო თანამშრომლობას.

შეხვედრას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე თენგიზ ნასარიძე და სოფლის მეურნეობის განვითარების საერთაშორისო ფონდის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
უკრაინის მოქალაქეს მონაკოს პრინცის ნათესავის მკვლელობაში ბრალი წაუყენეს
ჩქაროსნული მატარებლების ავარიის გამო, ესპანეთში სამდღიანი გლოვა გამოცხადდა
ესპანეთის ყოფილი შრომის მინისტრი ავარიისას ერთ-ერთ მატარებელში იმყოფებოდა, სავარაუდოდ, გარდაიცვალა
ზელენსკიმ სამშვიდობო შეთანხმების დადებისას პირველად შესთავაზა რუსეთს უსაფრთხოების გარანტიები
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics