|
2023-12-21 10:05:22, 1123 ნახვა
მსოფლიო
The Times Of Israel - ისრაელმა ხან-იუნისიდან ევაკუაციის ბრძანება გასცა
გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ცნობით, ისრაელმა ღაზას სექტორის სამხრეთ ნაწილში მდებარე ქალაქ ხან-იუნისის ტერიტორიიდან მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაციის ბრძანება გასცა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას The Times Of Israel-ი ავრცელებს. The Times Of Israel-ის ცნობით, გაეროს ჰუმანიტარულ საქმეთა კოორდინაციის ოფისმა (OCHA) განაცხადა, რომ ისრაელმა გამოაქვეყნა რუკები, სადაც ქალაქ ხან-იუნისის, დაახლოებით, 20%-ზე ევაკუაციაა მონიშნული. როგორც მედია წერს, ქალაქში ათობით ტერორისტისა და ორგანიზაცია "ჰამასის" ინფრასტრუქტურის წინააღმდეგ სახმელეთო, საზღვაო და საჰაერო ოპერაციები ჩატარდება. OCHA-ს ცნობით, ბრძოლების დაწყებამდე ტერიტორიაზე 110 000-ზე მეტი ადამიანი ცხოვრობდა. მათივე ინფორმაციით, ტერიტორია 32 თავშესაფარს მოიცავს, სადაც 140 000-ზე მეტი იძულებით გადაადგილებული პირი იყო განთავსებული.
უკრაინის მოქალაქეს მონაკოს პრინცის ნათესავის მკვლელობაში ბრალი წაუყენეს
ჩქაროსნული მატარებლების ავარიის გამო, ესპანეთში სამდღიანი გლოვა გამოცხადდა
ესპანეთის ყოფილი შრომის მინისტრი ავარიისას ერთ-ერთ მატარებელში იმყოფებოდა, სავარაუდოდ, გარდაიცვალა
ზელენსკიმ სამშვიდობო შეთანხმების დადებისას პირველად შესთავაზა რუსეთს უსაფრთხოების გარანტიები
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)