05:28 - 05 Nov, 2026
|
2023-12-21 09:54:24, 982 ნახვა
პოლიტიკა
ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. უსაფრთხოების სამსახური - 2023 წლის განმავლობაში ე.წ საზღვრის დარღვევის ბრალდებით 500-მდე პირი დავაკავეთ
დროებით ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. უსაფრთხოების სამსახურის (КГБ) ცნობით, 2023 წლის განმავლობაში ე.წ. საზღვრის "დამრღვევი" 500-მდე ადამიანი დააკავეს. КГБ-ს მტკიცებით, უკანონოდ დაკავებულთა შორის 196-მა ე.წ. სახელმწიფო საზღვარი, ხოლო 251-მა "სასაზღვრო ზონის რეჟიმი" დაარღვია. "262 პირს დაეკისრა ადმინისტრაციული ჯარიმა, 6 პირი დააჯარიმეს და გააძევეს "სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკიდან", 19 პირი ჯარიმის გარეშე გააძევეს, 138 გააფრთხილეს, 19 სისხლის სამართლის საქმე აღიძრა, 4 პირის მიმართ ადმინისტრაციული წარმოება შეწყდა", - აცხადებენ დროებით ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. უსაფრთხოების სამსახურში. КГБ-ის ცნობითვე, თითოეულ შემთხვევაზე გამოძიება უკვე ჩატარდა.
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)