|
2023-12-20 22:27:24, 841 ნახვა
პოლიტიკა
ზურაბიშვილი - იყო საქართველოში პერიოდი, როცა არსებობდა დამოუკიდებელი სასამართლო - იმედი მაქვს, ამ წლებშიც ვნახავთ
იყო საქართველოში პერიოდი, როცა არსებობდა დამოუკიდებელი სასამართლო, იმედი მაქვს, ვნახავთ ამ წლებშიც, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ზუგდიდში მართლმსაჯულების სახლის გახსნისას განაცხადა. ზურაბიშვილის თქმით, მნიშვნელოვანია, რომ აღნიშნულ საკითხში პროგრესი მომავალ წელს იქნას მიღწეული, რადგან ეს ევროკავშირის მიერ მონიჭებული სტატუსის ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნაა. "იყო საქართველოში პერიოდი და ძალიან ბევრი პერიოდები, როცა არსებობდა თავისუფალი, დამოუკიდებელი სასამართლო და ძლიერი სასამართლო. იყო ასევე პერიოდი, მთელი ეს საბჭოთა პერიოდი, რომელმაც გადაგვაჩვია იმას, თუ რას ნიშნავს დამოუკიდებელი, თავისუფალი სასამართლო. იყო პროგრესი, იყო რეგრესი, იყო ისევ პროგრესი და იმედი მაქვს, რომ ვნახავთ ამ წლებში და პირველ რიგში მომავალ წელს, იმიტომ, რომ ეს არის ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა ამ ევროკავშირის მიერ მონიჭებული სტატუსის, რომ ჩვენ ამ საკითხში მართლაც გადავდგათ გადამწყვეტი ნაბიჯები", - განაცხადა ზურაბიშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)