|
2023-12-20 15:23:22, 699 ნახვა
საზოგადოება
„ავერსი“ - ჯანდაცვის სამინისტროს განცხადება არის მცდარი, ცილისმწამებლური და მომხმარებლების მიზანმიმართულად შეცდომაში შეყვანას ემსახურება
ჯანდაცვის სამინისტროს განცხადება არის მცდარი, ცილისმწამებლური და ემსახურება მომხმარებლების მიზანმიმართულად შეცდომაში შეყვანას,- ამის შესახებ ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც "ავერსი" ავრცელებს. როგორც "ავერსის" განცხადებაშია აღნიშნული, "იმის გათვალისწინებით, რომ სამინისტრო ფლობს სრულ და დეტალურ ინფორმაციას, მისი მხრიდან კიდევ უფრო უსამართლო და დისკრედიტაციულია, დიდი ფარმაცევტული ქსელების მიმართ უსაფუძვლო ეჭვების გამოთქმა". "ვეხმაურებით ფარმაცევტული კომპანიების მიმართ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს (შემდგომში სამინისტრო) 2023 წლის 19 დეკემბრის განცხადებას. სამინისტროს განცხადება არის მცდარი, ცილისმწამებლური და ემსახურება მომხმარებლების მიზანმიმართულად შეცდომაში შეყვანას. როგორც ცნობილია, სამინისტროს რეალურ (online) რეჟიმში სრულად მიუწვდება ხელი ყველა კომპანიის ინფორმაციაზე, როგორც იმპორტის და მარაგების დეტალურ მონაცემებზე, ისე საცალო და საბითუმო გაყიდვებსა და გასაყიდ ფასებზე. იმის გათვალისწინებით, რომ სამინისტრო ფლობს სრულ და დეტალურ ინფორმაციას, მისი მხრიდან კიდევ უფრო უსამართლო და დისკრედიტაციულია, დიდი ფარმაცევტული ქსელების მიმართ უსაფუძვლო ეჭვების გამოთქმა, რომელშიც მოიაზრება შპს "ავერსი-ფარმაც“. დასახელებული 20 მედიკამენტიდან, შპს "ავერსის-ფარმას“ მიერ იმპორტირებულია მხოლოდ ერთი მედიკამენტი (დიოვანი 160მგ #14 ტაბ). ასევე აღვნიშნავთ, რომ შპს "ავერსი-ფარმას“ აქვს თურქული წარმოების "დიოვანიც 160მგ #28“, რომლის ტაბლეტების რაოდენობა ორჯერ მეტია ესპანეთიდან იმპორტირებულთან შედარებით, ხოლო სამინისტროს მიერ მითითებულ 31.7 ლართან მიმართებით, "ავერსის" ქსელში ამ მედიკამენტის ღირებულება თითქმის მესამედია და შეადგენს 11.13 ლარს. ყველა სხვა დანარჩენი მედიკამენტი არის ადგილობრივი მომწოდებლებისგან შესყიდული. სამინისტრომ ძალიან კარგად იცის, რომ ჩამოთვლილი მედიკამენტებიდან არც ერთზე არ აქვს ჩვენს კომპანიას განცხადებაში მითითებული 1000, 2000 და 3000%-იანი დარიცხვები. შპს "ავერსი-ფარმას“აღნიშნულ მედიკამენტებზე საშუალო ფასნამატი ფასდაკლების დღეებში არ აღემატება 11.28%, ხოლო სიიდან ერთ მედიკამენტს (ლუთეინა 200მგ, N30) ვყიდით თვითღირებულებაზე ნაკლებ ფასად",- ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც "ავერსი" ფასნამატების სპეციალურ ცხრილთან ერთად ავრცელებს.
ზურაბიშვილი ქართველი მებრძოლების ჩამოსვენებაზე - საპატიო ყარაული არ არის, დიდი სირცხვილია
უკრაინაში დაღუპული ბაჩო ბებია და დავით ღოღაძე სამშობლოში ჩამოასვენეს
პროკურატურა ამტკიცებს რომ ღობის საქმის პროკურორზე მამის ბიზნესების გამო, თავდასხმა ხორციელდება
შსს-მ გენოციდის ხსოვნის დღეს თურქეთის საელჩოსთან აქციის გამართვის უფლება არ მისცა.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსეთის ფედერაციამ შეუტია ოდესის ოლქის საპორტო ინფრასტრუქტურას
ათობით ადამიანი დაშავდა, საცხოვრებელი შენობა განადგურდა დნეპრზე მომხდარი დარტყმის შემდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


შეგახსენებთ, გუშინ, 19 დეკემბერს ჯანდაცვის სამინისტრომ გაავრცელა
ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)