|
2023-12-20 14:54:24, 801 ნახვა
პოლიტიკა
ზარქუა სააკაშვილზე - მიხარია, რომ ჯანზეა, სუპერ პაკ-ზე ფიქრობს - გაერთიანდით, შემოდით სუპერ პაკ-ში
მიხარია, რომ ჯანზეა, სუპერ პაკ-ზე ფიქრობს და ხელმოცარულებს გაერთიანების შესახებ მიმართავს - გაერთიანდით, შემოდით სუპერ პაკ-ში,- ამის შესახებ "ქართული ოცნების" დეპუტატმა, ირაკლი ზარქუამ ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით განაცხადა. ზარქუას თქმით, "ლუზერების გაერთიანებას" მიესალმება. "ეს მიუთითებს, რომ ჯიგარი ჯანზეა და მადლობა "ვივამედს“, რადგან გამოაჯანმრთელეს ისე, რომ პოლიტიკაზე ფიქრობს, ამ ხელმოცარულებს სტრატეგიასა და სუპერ პაკ-ს უმუშავებს. მივესალმები, მოვუწოდებ, რომ ყურად იღონ მათი ბელადის დაკვეთა და ეს ლუზერები გაერთიანდნენ... უპირველეს ყოვლისა, ქართველი ამომრჩევლის ინტერესშია ორ ბანაკად დაყოფა, სადაც იქნება "ქართული ოცნება“, ხოლო იქეთ - გაერთიანება სუპერ პაკ-ი. გაერთიანდით სუპერ პაკ-ში, ბელადის დაკვეთაა - გაერთიანდით, შემოდით სუპერ პაკ-ში, ბიჭებო - ჭიჭე, ხაბე, დანარჩები, ხოშტარა და გიჟი ჯაფარა, მიაწექით სუპერ პაკ-ს“,- ამბობს ზარქუა, რომლის კომენტარსაც საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს. ცნობისთვის, დღეს, 20 დეკემბერს საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა ოპოზიციას პოლიტიკური აქტიურობის ერთიანობის კომიტეტის შექმნა შესთავაზა.
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)