|
2023-12-20 11:54:09, 751 ნახვა
საზოგადოება
კალაძე - გლდანის რაიონის გამგეობამ სამეგრელოს ქუჩაზე საგზაო ინფრასტრუქტურა სრულად მოაწესრიგა
გლდანის რაიონის გამგეობამ მუხიანის აგარაკებზე სამეგრელოს ქუჩის მოწესრიგება დაასრულა. ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. კალაძის თქმით, თბილისში არსებული პრობლემური ქუჩები, აღნიშნული ქუჩის მსგავსად, ეტაპობრივად მოწესრიგდება. „სამეგრელოს ქუჩაზე სანიაღვრე სისტემასთან ერთად, 1 200 გრძივი მეტრი წყალარინების ქსელი მოეწყო და 5 100 კვ.მ ფართობზე ასფალტის საფარი დაიგო. მუხიანის აგარაკები ერთ-ერთი რთული არეალი იყო, სადაც არაფერი არსებობდა, მათ შორის, არც მიწისქვეშა კომუნიკაციები. უბრალოდ გავლა იყო შეუძლებელი, განსაკუთრებით წვიმიან ამინდებში. ცენტრალურ ქუჩაზე მოეწყო საკანალიზაციო და სადრენაჟე სისტემები. ყველაფერი, რაც მიწისქვეშა კომუნიკაციების თვალსაზრისით იყო საჭირო, სრულად მოწესრიგდა. თბილისში პრობლემური ქუჩები ბევრია და ვცდილობთ, კონკრეტული არეალები ყოველწლიურად მოვაწესრიგოთ თავისი მიწისქვეშა კომუნიკაციებით. მუხიანის აგარაკებს რაც შეეხება, მომავალ წელსაც დაგეგმილი გვაქვს რამდენიმე ქუჩის მოწესრიგება“, - აღნიშნა კახა კალაძემ. მისივე თქმით, მსგავსი პრობლემა აწუხებს სოფელი დიღმის მოსახლეობასაც. „იგივე პრობლემა აქვს სოფელ დიღმის მოსახლეობას მიწისქვეშა კომუნიკაციების არ არსებობის გამო. ეტაპობრივად, აღნიშნული ტერიტორიაც უნდა მოწესრიგდეს. ქალაქში მსგავსი პრობლემები არ უნდა არსებობდეს“, - დასძინა კალაძემ.
უკრაინის მოქალაქეს მონაკოს პრინცის ნათესავის მკვლელობაში ბრალი წაუყენეს
ჩქაროსნული მატარებლების ავარიის გამო, ესპანეთში სამდღიანი გლოვა გამოცხადდა
ესპანეთის ყოფილი შრომის მინისტრი ავარიისას ერთ-ერთ მატარებელში იმყოფებოდა, სავარაუდოდ, გარდაიცვალა
ზელენსკიმ სამშვიდობო შეთანხმების დადებისას პირველად შესთავაზა რუსეთს უსაფრთხოების გარანტიები
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)