|
2023-12-19 14:56:08, 502 ნახვა
საზოგადოება
ვახტანგ გომელაურმა და ნენსი ფეზერმა ერთობლივი ბრიფინგი გამართეს
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა და გერმანიის შინაგან საქმეთა ფედერალურმა მინისტრმა, ნენსი ფეზერმა ერთობლივი ბრიფინგი გამართეს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. შსს-ს ცნობით, ვახტანგ გომელაურმა თავის გამოსვლაში კიდევ ერთხელ მიულოცა საზოგადოებას საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭება და აღნიშნა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო აქტიურად იყო ჩართული ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულების პროცესში. ვახტანგ გომელაურმა ასევე ისაუბრა ევროკავშირის წამყვან სახელმწიფოებთან, მათ შორის გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკასთან ნაყოფიერი თანამშრომლობის მნიშვნელობაზე საქართველოს ევროპული ინტეგრაციის გზაზე. უწყების ცნობითვე, ორი ქვეყნის მინისტრებმა ასევე ისაუბრეს საქართველოსა და გერმანიის ფედერალურ რესპუბლიკას შორის გაფორმებული მიგრაციისა და მობილობის შესახებ შეთანხმების მნიშვნელობაზე.ბრიფინგზე აღინიშნა, რომ გაფორმებული შეთანხმება საქართველოს მოქალაქეებს გერმანიაში ლეგალურად დასაქმების მეტ შესაძლებლობას მისცემს. „ძალიან მნიშვნელოვანი ვიზიტია ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენი მხარდაჭერისთვის. გერმანია ყოველთვის გვერდში უდგას საქართველოს ყველა მიმართულებით, ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის, ევროინტეგრაციის კუთხით, ჩვენ სულ ახლახანს კანდიდატის სტატუსი მოგვენიჭა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, ყველას გილოცავთ. მინდა ხაზი გაუსვა, რომ ძალიან დიდი მხარდაჭერა იყო გერმანიის მხრიდან, ყოველთვის ვგრძნობთ ამას. გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მთავრობასა და საქართველოს მთავრობას შორის გაფორმდა და ხელი მოეწერა მიგრაციისა და მობილობის შესახებ შეთანხმებას. შეთანხმების პროექტი მოიცავს, დებულებებს შემდეგ საკითხებზე. უკანონო მიგრაციის შემცირება, შრომითი ცირკულარული მიგრაციის სფეროში თანამშრომლობა, საგანმანათლებლო სფეროში გამოცდილების გაზიარება. შეთანხმების ფარგლებში გაცვლითი მონაცემების დაცვა“, - განაცხადა გომელაურმა. გერმანიის შინაგან საქმეთა ფედერალურმა მინისტრმა, ნენსი ფეზერმა ზახი საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების გარემოებას გაუსვა. „პირველ რიგში ხაზი მინდა გავუსვა საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების გარემოებას. ეს იყო ევროპული საბჭოს ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება. გერმანიამ აქტიურად დაუჭირა მხარი ამას, გილოცავთ. ამას გარდა ძალიან მახარებს ის, რომ ხელი მოვაწერეთ მიგრაციის შეთანხმებას, რომელიც უფრო აძლიერებს და ინტენსიურს ხდის ამ სფეროში თანამშრომლობას. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს მიენიჭა უსაფრთხო ქვეყნის სტატუსი, რომ ბუნდესტაგმა მიიღო ეს გადაწყვეტილება. ჩვენც მოხარულები ვართ ამ გადაწყვეტილებით, რაც ჩვენს ქვეყანაში მიღებულ იქნა, როგორც თქვენც აღნიშნეთ. ამით ხდება ჩვენი სასამართლო სისტემის განტვირთვის ხელშეწყობაც. განსაკუთრებით კი ადგილობრივი თვითმმართველობების, რომლებიც უშუალოდ პასუხისმგებელნი არიან ლტოლვილთა თავშესაფრით უზრუნველყოფისთვის. ჩვენ ხაზს ვუსვამთ იმას, რა არის მნიშვნელოვანი - ჩვენი ქვეყნებისთვის: ძალიან მჭიდრო პარტნიორული თანამშრომლობა, არალეგალური მიგრაციის შეზღუდვის ერთი მხრივ და მეორე მხრივ, მიზანმიმართული დასაქმება და განათლება, სპეციალისტებისა და მუშახელის მომზადება. ჩატარდება საინფორმაციო კამპანია რათა საქართველოს მოქალაქეებმა იცოდნენ, რა დაბალი შანსებია თავშესაფრის მოპოვებისა გერმანიაში. გაგრძელდება მუშახელის, სპეციალისტების მიზიდვის პროცესი. დიდი მადლობა ქართულ მხარეს ძალიან მჭიდრო თანამშრომლობისთვის. ეს არის კარგი საფუძველი ჩვენი ქვეყნების შემდგომი თანამშრომლობისთვის“, - განაცხადა ნენსი ფეზერმა. მინისტრებმა სიტყვით გამოსვლების დასრულების შემდეგ, ქართველი და გერმანელი ჟურნალისტების მიერ დასმულ კითხვებს უპასუხეს. ვახტანგ გომელაურმა საქართველოს უსაფრთხო ქვეყნების სიაში შეყვანის მნიშვნელობაზე ისაუბრა. „ჩვენი ქვეყნის უსაფრთხო ქვეყნად დასახელება ძალიან მნიშვნელოვანია, თუ გვინდა დიდ ოჯახში - ევროკავშირში კარი გაგვიხსნან პირველ რიგში უსაფრთხო უნდა იყო, თუ არ იქნები უსაფრთხო ქვეყნების სიაში, არავინ არ შეგვიშვებს. ამას, რა თქმა უნდა, მოჰყვება თავისი ვალდებულებები, მნიშვნელოვანია, რომ ეს ვალდებულებები რაც აღებული გვაქვს შევასრულოთ“, - აღნიშნა გომელაურმა. შინაგან საქმეთა მინისტრმა მედიის მიერ დასმული კითხვის საპასუხოდ, გერმანულ მხარესთან გაფორმებული ხელშეკრულების შესახებაც ისაუბრა. „მინდა ხაზი გავუსვა, ის რაც გავრცელდა რომ დღეიდან მოხდება ჩვენი მოქალაქეების გამოძევება გერმანიიდან, ეს არის სრული სიცრუე, პირიქით, უფრო მეტი კარი იხსნება ჩვენთვის, იგივე დასაქმების კუთხით, სამუშაო ვიზების გაცემა დღეს უფრო შემჭიდროვებულია, მომავალში იქნება ბევრად უფრო ხელმისაწვდომი“, - დასძინა გომელაურმა. ნენსი ფეზერმა საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭებაზეც ისაუბრა. დასასრულს, ვახტანგ გომელაურმა მადლობა გადაუხადა ნენსი ფეზერს საქართველოში სტუმრობისა და მტკიცე მხარდაჭერისთვის.
ზურაბიშვილი ქართველი მებრძოლების ჩამოსვენებაზე - საპატიო ყარაული არ არის, დიდი სირცხვილია
უკრაინაში დაღუპული ბაჩო ბებია და დავით ღოღაძე სამშობლოში ჩამოასვენეს
პროკურატურა ამტკიცებს რომ ღობის საქმის პროკურორზე მამის ბიზნესების გამო, თავდასხმა ხორციელდება
შსს-მ გენოციდის ხსოვნის დღეს თურქეთის საელჩოსთან აქციის გამართვის უფლება არ მისცა.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსეთის ფედერაციამ შეუტია ოდესის ოლქის საპორტო ინფრასტრუქტურას
ათობით ადამიანი დაშავდა, საცხოვრებელი შენობა განადგურდა დნეპრზე მომხდარი დარტყმის შემდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)