|
2023-12-19 14:28:32, 778 ნახვა
პოლიტიკა
ბათუმის მერი პრეზენტაციის დროს რუსეთის რუკის გამოჩენაზე - შეცდომა მოუვიდა გუნდს - ბოდიშს ვუხდი საზოგადოებას
ტექნიკურ ნაწილში ძალიან ცუდი შეცდომა მოუვიდა ტექნიკურ გუნდს, საზოგადოებას ვუხდი ბოდიშს, - ასე გამოეხმაურა ბათუმის მერი არჩილ ჩიქოვანი საკრებულოს სხდომაზე, პრეზენტაციის დროს რუსეთის რუკის გამოჩენის ფაქტს. ჩიქოვანის თქმით, მომხდარი როგორც მუნიციპალიტეტის ყველა თანამშრომლის, ასევე მისი პასუხისმგებლობაცაა. "ტექნიკურ ნაწილში ძალიან ცუდი შეცდომა მოუვიდა ტექნიკურ გუნდს. ბუნებრივია, არ იყო სასიამოვნო იმის ნახვა, რაც დავინახეთ. როგორც მუნიციპალიტეტის ყველა თანამშრომელს, მეც მაქვს ჩემი პასუხისმგებლობა. მინდა საზოგადოებას, კოლეგებო - თქვენ, ასევე მედიასაშუალებებს და ყველა იმ ადამიანს, ვინც ეს შეცდომა იხილა, ბოდიში მოგიხადოთ. როდესაც არანორმირებულად გვიწევს მუშაობა, ხდება ხოლმე შეცდომები, მაგრამ ეს არ ამართლებს ამ შეცდომას და ფაქტს. საზოგადოებას კიდევ ერთხელ ვუხდი ბოდიშს", - განაცხადა ჩიქოვანმა. ცნობისთვის, ბათუმის მერის, არჩილ ჩიქოვანის საკრებულოს წინაშე მოხსენებისას მონიტორზე რუსეთის რუკა გამოჩნდა, სადაც ევროკავშირის დროშა იყო დატანილი.
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)