|
2023-12-19 12:57:43, 643 ნახვა
საზოგადოება
„თიბისიში“ შექმნილი შოვის საქველმოქმედო ფონდი სტიქიით დაზარალებულთა მხარდასაჭერად
3 აგვისტოს, რაჭაში, კურორტ შოვში, სტიქიური უბედურების შედეგად დაზარალებულების დასახმარებლად "თიბისიში" გაიხსნა საქველმოქმედო ანგარიში, რომელშიც ჯამში შეგროვდა 775 000 ლარი. აქედან, "თიბისის" დონაცია 500 000 ლარს შეადგენს, ხოლო დანარჩენი 275 000 ლარი - კერძო პირებისა და კომპანიების მხრიდან შენატანი თანხებია. შოვის ფონდში შეგროვებული თანხების მიზნობრივად მიმართვის პროცესში, "თიბისი" თანამშრომლობს საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოებასთან და USAID-ის ძლიერი სოფლის პროგრამასთან. აღნიშნული ორგანიზაციები "თიბისიში" შექმნილი შოვის საქველმოქმედო ანგარიშზე შეგროვებული თანხის უშუალო ბენეფიციარებამდე მიტანის პროცესს უწევენ ადმინისტრირებას. დაზარალებულთა იდენტიფიცირებისა და საჭიროებების შეფასებისას გამოიკვეთა რამდენიმე მიმართულება, რომლებსაც ხმარდება ფონდში აკუმულირებული ფინანსური რესურსი. ამ დროისთვის ანგარიშზე არსებული თანხები შემდეგი მიმართულებით განაწილდა: სამაშველო სამუშაოებისთვის საჭირო აღჭურვილობა ფსიქიკური ჯანმრთელობა და გრძელვადიანი ფსიქოსოციალური რეაბილიტაცია აღნიშნული მიმართულება გულისხმობს სტიქიის შედეგად დაზარალებული ადგილობრივი მოსახლეობისთვის პირველი ფსიქოლოგიური დახმარების გაწევას და გრძელვადიან ფსიქოსოციალურ რეაბილიტაციას. პროექტს მართავს საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოება, რომელსაც ამ მიზნით გადაერიცხა 280 000 ლარი. საქველმოქმედო თანხა მოხმარდა ონის რაიონში 10 სექტემბრიდან საქართველოს წითელი ჯვრის ფსიქოსოციალური ცენტრის მოწყობას, ფსიქოლოგთა გუნდის დაკომპლექტებას და ადგილობრივი მოსახლეობისთვის ფსიქოლოგიური დახმარების გაწევას, როგორც ცენტრში, ისე მის გარეთ. აღნიშნული აქტივობები ასევე ითვალისწინებს საბავშვო ბაღებსა და სკოლებში მუშაობას და დაზარალებულ მოსახლეობასთან სახლებში ვიზიტებს. პროექტის ფარგლებში, ამ დროისთვის დაახლოებით 430 ადამიანს გაეწია მოკლევადიანი და გრძელვადიანი ფსიქოლოგიური დახმარება. დაზარალებულთა ფინანსური დახმარება სოფელი გლოლასა და მიმდებარე სოფლების მოსახლეობის ძირითადი ნაწილი დასაქმებული იყო დაბა შოვის ტურისტულ ზონაში, რაც მათი შემოსავლის ძირითად წყაროს წარმოადგენდა. სტიქიის შედეგად ეს ადამიანები შემოსავლის გარეშე დარჩნენ. წითელი ჯვრის ეგიდით ჩატარდა შეფასება და შეიქმნა იმ პირთა მონაცემთა ბაზა, რომლებმაც სტიქიის შედეგად სამსახური და შესაბამისად, შემოსავალი დაკარგეს. შედეგად, შოვის ანგარიშიდან 136 პირს ჩაერიცხა ერთჯერადი ფინანსური დახმარება, თითოს ათასი ლარის ოდენობით, ჯამში 136 000 ლარი. ადგილობრივი ბიზნესის ხელშეწყობა USAID-ის ძლიერი სოფლის პროგრამამ, "თიბისისთან" პარტნიორობით, ჩაატარა საგრანტო კონკურსი ონის მუნიციპალიტეტის გლოლას თემში, მიკრო და მცირე საწარმოების ხელშესაწყობად. შოვის საქველმოქმედო ანგარიშიდან საგრანტო პროექტების საერთო ღირებულების 20%-ს (55 000 ლარი) დაფინანსდა. საგრანტო კონკურსში მონაწილეობა მიიღეს სოფელ გლოლაში მოქმედი ისეთი ტიპის ბიზნესების წარმომადგენლებმა, როგორებიცაა სასტუმროები, საოჯახო სასტუმროები და განთავსების სერვისის მიმწოდებლები, კვების ობიექტები, ტურისტული სერვისების მიმწოდებლები, სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის და სურსათის მწარმოებლები. საქართველოში უკრაინის საელჩოსთან თანამშრომლობით, შოვის ანგარიშიდან 20 000 ლარი მოხმარდა სტიქიის შედეგად შოვში დაღუპული ორი უკრაინელი მოქალაქის უკრაინაში გადასვენების ხარჯებს. შოვის ანგარიშზე დარჩენილი ფინანსური რესურსი, დაახლოებით 250 000 ლარის ოდენობით სრულად მოხმარდება სტიქიის შედეგად დაღუპულთა ოჯახებს. "თიბისი" მადლობას უხდის ყველა ადამიანს და ორგანიზაციას, რომელიც შემოგვიერთდა ამ მნიშვნელოვან საქველმოქმედო საქმეში და თავისი წვლილი შეიტანა შოვის სტიქიით დაზარალებულთა მხარდასაჭერად.
კობახიძე - ყველა პარამეტრით ვუსწრებთ უკრაინას და მოლდოვას
ზურაბიშვილი ქართველი მებრძოლების ჩამოსვენებაზე - საპატიო ყარაული არ არის, დიდი სირცხვილია
უკრაინაში დაღუპული ბაჩო ბებია და დავით ღოღაძე სამშობლოში ჩამოასვენეს
პროკურატურა ამტკიცებს რომ ღობის საქმის პროკურორზე მამის ბიზნესების გამო, თავდასხმა ხორციელდება
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსეთის ფედერაციამ შეუტია ოდესის ოლქის საპორტო ინფრასტრუქტურას
ათობით ადამიანი დაშავდა, საცხოვრებელი შენობა განადგურდა დნეპრზე მომხდარი დარტყმის შემდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)