2023-12-19 09:14:06, 902 ნახვა
მსოფლიო
ჩინეთში მიწისძვრას, სულ მცირე, 116 ადამიანი ემსხვერპლა [ვიდეო]
ჩინეთში 6.2 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
BBC-ის ცნობით, მიწისძვრა ჩრდილო-დასავლეთ ჩინეთში, განსუს პროვინციაში მოხდა.
მედიის ინფორმაციით, ამ დროის მონაცემებით, სტიქიური უბედურების შედეგად, სულ მცირე, 116 ადამიანი დაიღუპა, 186 კი დაშავდა.
გარდა ამისა, მიწისძვირს შედეგად დაზიანდა 4 782 სახლი.
ავტორი: ექსპრესნიუსი,