|
2023-12-18 15:08:05, 680 ნახვა
საზოგადოება
„საქართველოს ბანკის“ Student და sCool Card-ის მფლობელები საზოგადოებრივ ტრანსპორტში ციფრული საფულით გადახდისას შეღავათიანი ტარიფით ისარგებლებენ
„საქართველოს ბანკი“, როგორც მომხმარებლის ინტერესებსა და საჭიროებებზე ორიენტირებული ბანკი, მათ მორიგ სიახლეს სთავაზობს. ამიერიდან, „საქართველოს ბანკის“ Student და sCool Card - ის მფლობელებს შესაძლებლობა აქვთ საზოგადოებრივ ტრანსპორტში, ციფრული საფულით - ით გადახდისას, შეღავათიანი ტარიფით ისარგებლონ. ციფრული საფულით გადახდისას მომხმარებელი არა მხოლოდ მგზავრობის ხარჯს დაზოგავს, არამედ უფრო კომფორტულადაც გადაიხდის, რადგან ბარათის მობილურში დამატების შემდეგ, ერთი შეხებაც საკმარისია, რომ ტრანზაქცია წარმატებით შესრულდეს. „ბანკი მუდმივად ზრუნავს მომხმარებლისთვის საჭირო და კომფორტული სერვისების შექმნასა და უკვე არსებული პროდუქტების კიდევ უფრო განვითარებაზე. ამიერიდან, „საქართველოს ბანკის“ Student და sCool Card - ის მფლობელებს შეუძლიათ გადაიხადონ ციფრული საფულით მარტივად და კომფორტულად, ტელეფონის მეშვეობით და ამასთანავე ისარგებლონ შეღავათიანი ტარიფით. მის გასააქტიურებლად Student Card - ის შემთხვევაში სტუდენტებმა, ხოლო sCool Card - ის შემთხვევაში მშობლებმა, უნდა მოგვწერონ მობილბანკის ჩატში და აირჩიონ რომელი (ფიზიკური თუ ციფრული) ბარათით სურთ შეღავათის მიღება. ტარიფის ცვლილება კი ნებისმიერ დროს არის შესაძლებელი, ჩათის მეშვეობით. გვჯერა, აღნიშნული სიახლე ჩვენს მომხმარებლებს საზოგადოებრივი ტრანსპორტით სარგებლობას გაუმარტივებს და მათთვის კიდევ უფრო კომფორტულს გახდის. ჩვენ არ ვჩერდებით და ვაგრძელებთ მომხმარებლების საჭიროებებზე მორგებულ სერვისებსა თუ პროდუქტებზე მუშაობას“, - აცხადებენ „საქართველოს ბანკში“. აღსანიშნავია, რომ ციფრული საფულეში დამატებული „საქართველოს ბანკის“ ბარათების გამოყენება შესაძლებელია თბილისის, ბათუმის, ზუგდიდისა და რუსთავის საზოგადოებრივ ტრანსპორტში. ამ ქალაქებში მომხმარებლები სტანდარტული ტარიფით სარგებლობენ. სკოლის მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის კი შეღავათიანი ტარიფი მოქმედებს.
უკრაინის მოქალაქეს მონაკოს პრინცის ნათესავის მკვლელობაში ბრალი წაუყენეს
ჩქაროსნული მატარებლების ავარიის გამო, ესპანეთში სამდღიანი გლოვა გამოცხადდა
ესპანეთის ყოფილი შრომის მინისტრი ავარიისას ერთ-ერთ მატარებელში იმყოფებოდა, სავარაუდოდ, გარდაიცვალა
ზელენსკიმ სამშვიდობო შეთანხმების დადებისას პირველად შესთავაზა რუსეთს უსაფრთხოების გარანტიები
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)