|
2023-12-18 13:43:22, 791 ნახვა
საზოგადოება
ომბუდსმენის აპარატი - სპონტანური მანიფესტაციისას, თვითმმართველობის 5 დღით ადრე გაფრთხილების ვალდებულება არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი
2023 წლის 14 დეკემბერს საკონსტიტუციო სასამართლომ დააკმაყოფილა საქართველოს სახალხო დამცველის კონსტიტუციური სარჩელი და სპონტანური შეკრების/მანიფესტაციის დროს მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს 5 დღით ადრე გაფრთხილების ვალდებულება არაკონსტიტუციურად მიიჩნია,- ამის შესახებ ნათქვამია ინფორმაციაში, რომელსაც სახალხო დამცველის აპარატი ავრცელებს. ომბუდსმენის აპარატის ცნობით, საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის პირველი პუნქტის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებს შეკრების/მანიფესტაციის ჩატარებამდე არაუგვიანეს 5 დღის ვადაში მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს გაფრთხილების ვალდებულებას, როდესაც ამ ვადაში გაფრთხილება, შეკრების/მანიფესტაციის სპონტანურობის გათვალისწინებით, შეუძლებელია. "საგულისხმოა, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმმა აღნიშნული გადაწყვეტილებით შეცვალა სასამართლოს პრეცედენტული სამართლით მანამდე დამკვიდრებული პრაქტიკა, რომელიც საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველი პუნქტით დაცული სფეროს ნაწილად არ მოიაზრებდა ხალხისა და ტრანსპორტის მოძრაობის ადგილას სპონტანური საპროტესტო მანიფესტაციის, წინასწარი გაფრთხილების გარეშე, შეუფერხებლად ჩატარების უფლებას. საკონსტიტუციო სასამართლოს განცხადებით, საქართველოს ისტორიული გამოცდილება ცხადყოფს, რომ შეკრებისა და მანიფესტაციების უფლება ქართული საზოგადოებისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობისაა. ათწლეულების მანძილზე სწორედ საჯარო შეკრება წარმოადგენდა სახელმწიფოებრივი ინტერესების დაცვის, საზოგადოებრივი აზრის ფორმირების, პროტესტის გამოხატვის, იდეების, ღირებულებების გარშემო გაერთიანებისა თუ ბრძოლის ეფექტიან და ძალზე ხშირად გამოყენებულ საშუალებას. საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების თანახმად, საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლით დაცული შეკრების თავისუფლება იცავს როგორც წინასწარ ორგანიზებული, ასევე, სპონტანური შეკრებისა და მანიფესტაციის გამართვის შესაძლებლობას, ვინაიდან ცალკეულ შემთხვევაში შეკრებისა და მანიფესტაციის ეფექტიანობა სწორედ მყისიერებას, დროში დაყოვნების თავიდან აცილებასა და საზოგადოებრივი რეაქციის დაუყოვნებლივ გამოხატვას მოითხოვს, შესაბამისად, სპონტანური შეკრებისა და მანიფესტაციის ჩატარების უფლება, მათ შორის, ტრანსპორტის სავალ ადგილას ან ტრანსპორტის მოძრაობის შეფერხებით, ექცევა შეკრებისა და მანიფესტაციის თავისუფლების დაცულ სფეროში",- ნათქვამია ომბუდსმენის აპარატის ინფორმაციაში.
უკრაინის მოქალაქეს მონაკოს პრინცის ნათესავის მკვლელობაში ბრალი წაუყენეს
ჩქაროსნული მატარებლების ავარიის გამო, ესპანეთში სამდღიანი გლოვა გამოცხადდა
ესპანეთის ყოფილი შრომის მინისტრი ავარიისას ერთ-ერთ მატარებელში იმყოფებოდა, სავარაუდოდ, გარდაიცვალა
ზელენსკიმ სამშვიდობო შეთანხმების დადებისას პირველად შესთავაზა რუსეთს უსაფრთხოების გარანტიები
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)