03:52 - 29 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-12-18 11:27:34, 686 ნახვა

საზოგადოება
ბურჭულაძე - ჯარის პოპულარიზაციის ყველა პროგრამას ძალიან დიდი ეფექტი და შედეგი აქვს

ჯარის პოპულარიზაციის ყველა პროგრამას ძალიან დიდი ეფექტი და შედეგი აქვს, - ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა, ჯუანშერ ბურჭულაძემ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში 2023 წელს ჯარის პოპულარიზაციისა და ცნობიერების ამაღლების მიზნით განხორციელებულ პროექტებზე, მათ შორის, „ჯარის ბანაკსა“ და „ჩვენ ჯარზე“ საუბრისას განაცხადა.

ბურჭულაძის თქმით, თავდაცვის ძალების შესახებ ინფორმირების დონის ამაღლება ინსტიტუციის განვითარების მნიშვნელოვანი ნაწილია.

„ჩვენ ამ მიმართულებით დავიწყეთ პროექტი „ჯარის ბანაკი“, ფაქტიურად პირველი წელი იყო, როდესაც საზაფხულო ბანაკები გვქონდა, რაზეც ძალიან დიდი მოთხოვნაა. ეს პროექტი ახალგაზრდებზეა ორიენტირებული, ვინც მომავალში უნდა გახდნენ ჯარისკაცები, დაინტერესდნენ ქართული ჯარით, ჯარში მსახურებით. პარალელურად, იმ პირობების პოპულარიზაციას ვეწევით, რაც შევქმენით. შევდივართ სკოლებში, ვხვდებით სტუდენტებს, და იმ მოქნილობით, რაც გავაკეთეთ, სტუდენტებს მივეცით საშუალება, სწავლის პარალელურად, წელიწადში ერთი თვე იმსახურონ და გაიარონ ჯარი”,- განაცხადა ბურჭულაძემ.

მისივე თქმით, მსგავსი პროექტები, რომელიც ხელს უწყობს სამხედრო-სამოქალაქო თანამშრომლობის გაძლიერებას, ახალგაზრდებში ჯარის პოპულარიზაციას, პატრიოტული სულისკვეთების გაღრმავებას, გაგრძელდება და უფრო მასშტაბურ სახეს მიიღებს.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
უკრაინის მოქალაქეს მონაკოს პრინცის ნათესავის მკვლელობაში ბრალი წაუყენეს
ჩქაროსნული მატარებლების ავარიის გამო, ესპანეთში სამდღიანი გლოვა გამოცხადდა
ესპანეთის ყოფილი შრომის მინისტრი ავარიისას ერთ-ერთ მატარებელში იმყოფებოდა, სავარაუდოდ, გარდაიცვალა
ზელენსკიმ სამშვიდობო შეთანხმების დადებისას პირველად შესთავაზა რუსეთს უსაფრთხოების გარანტიები
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics