03:50 - 29 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-12-17 16:53:50, 981 ნახვა

საზოგადოება
კინორეჟისორი ოთარ იოსელიანი გარდაიცვალა

ქართველი კინორეჟისორი ოთარ იოსელიანი 89 წლის ასაკში გარდაიცვალა. ინფორმაციას მისი ოჯახის წევრები ავრცელებენ. 

ოთარ იოსელიანი 1934 წელს თბილისში დაიბადა. 1962 წელს გადაიღო მოკლემეტრაჟიანი ფილმი აპრილი, ხოლო 1964 წელს დოკუმენტური ფილმი თუჯი. 1966 წელს გადაღებულმა მისმა პირველმა სრულმეტრაჟიანმა ფილმმა, გიორგობისთვე კანის კინოფესტივალზე საუკეთესო სადებიუტო ნამუშევრისთვის სპეციალური კინოპრესის ჯილდო მიიღო. 

სხვადასხვა დროს მიღებული აქვს შოთა რუსთაველის სახელმწიფო პრემია,  საფრანგეთის აკადემიის ოქროს მედალი, ბერლინის აკადემიის მთავარი პრემია, ვენეციის საერთაშორისო კინოფესტივალის პრიზი. 2022 წელს თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალის საპატიო ჯილდო, პრომეთე გადაეცა. 

ოთარ იოსელიანი 1980-იანი წლებიდან საფრანგეთში ცხოვრობდა და მოღვაწეობდა.

მის ფილმებს შორისაა, იყო შაშვი მგალობელი, პასტორალი, ბასკთა ქვეყანაში, მშვიდობით მწვანე მდელო, ასევე, დოკუმენტური ფილმები, ძველი ქართული სიმღერა, საპოვნელა და სხვები. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უკრაინის მოქალაქეს მონაკოს პრინცის ნათესავის მკვლელობაში ბრალი წაუყენეს
ჩქაროსნული მატარებლების ავარიის გამო, ესპანეთში სამდღიანი გლოვა გამოცხადდა
ესპანეთის ყოფილი შრომის მინისტრი ავარიისას ერთ-ერთ მატარებელში იმყოფებოდა, სავარაუდოდ, გარდაიცვალა
ზელენსკიმ სამშვიდობო შეთანხმების დადებისას პირველად შესთავაზა რუსეთს უსაფრთხოების გარანტიები
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics