20:25 - 26 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-12-16 11:51:28, 505 ნახვა

საზოგადოება
ირაკლი შოთაძეს, რატი ბრეგაძესა და ბრიუს შვარცს შორის ექსტრადიციის შესახებ ხელშეკრულების პარაფირება განახორციელეს

ამერიკის შეერთებულ შტატებში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, აშშ-სა და საქართველოს შორის ექსტრადიციის შესახებ ხელშეკრულების პარაფირება განხორციელდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას საქართველოს გენერალური პროკურატურა ავრცელებს.

გენპროკურატურის ცნოვით, ქართული მხრიდან დოკუმენტის პარაფირება განახორციელეს საქართველოს გენერალურმა პროკურორმა, ირაკლი შოთაძემ და საქართველოს იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ, ხოლო ამერიკის მხრიდან აშშ-ის გენერალური პროკურორის მოადგილემ და საერთაშორისო ურთიერთობების მდივანმა, ბრიუს შვარცმა.

"ეს მნიშვნელოვანი მომენტია საქართველოს ისტორიაში. საქართველოსა და შეერთებული შტატებს შორის ძალიან საინტერესო თანამშრომლობის გასული სამი ათწლეული ჩვენი ურყევი მეგობრობის დემონსტრირებაა და ეს ისტორიული დოკუმენტი ამ პარტნიორობის შედეგია. ვამაყობ, რომ ჩემი ოფისი მრავალი წელია წარმოადგენს ცენტრალურ კომპეტენტურ ორგანოს საქართველოში, რომელიც კანონის აღსრულების პროცესში ორი ქვეყნის ერთობლივ ძალისხმევას სათავეში უდგას. ხელშეკრულების გაფორმების საბოლოოდ ძალაში შესვლის პროცესი დამატებით სხვა ეტაპებსაც მოიცავს, თუმცა დარწმუნებული ვარ, ორივე ქვეყანა ერთობლივად შეძლებს საჭირო პროცედურები უმოკლეს ვადებში შესრულებას", - განაცხადა ირაკლი შოთაძემ პარაფირების ცერემონიაზე.

შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის ექსტრადიციის შესახებ ხელშეკრულების პარაფირებას მიმდინარე წლის იანვარში, ამერიკულ მხარესთან თბილისში გამართული მოლაპარაკებები უძღოდა წინ. მოლაპარაკებების პროცესში საქართველოს პროკურატურის წარმომადგენლები აქტიურად იყვნენ ჩართულები, რომელთაც ხელშეკრულების საბოლოო ტექსტის შემუშავებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
კობახიძე - ყველა პარამეტრით ვუსწრებთ უკრაინას და მოლდოვას
ზურაბიშვილი ქართველი მებრძოლების ჩამოსვენებაზე - საპატიო ყარაული არ არის, დიდი სირცხვილია
უკრაინაში დაღუპული ბაჩო ბებია და დავით ღოღაძე სამშობლოში ჩამოასვენეს
პროკურატურა ამტკიცებს რომ ღობის საქმის პროკურორზე მამის ბიზნესების გამო, თავდასხმა ხორციელდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics