|
2023-12-15 19:56:58, 1134 ნახვა
პოლიტიკა
ფოტიგა - ქართველმა ხალხმა დაიმსახურა კანდიდატის სტატუსი, ძალიან ბედნიერი ვარ
ქართველმა ხალხმა დაიმსახურა კანდიდატის სტატუსი, ძალიან ბედნიერი ვარ, - ამის შესახებ ევროპარლამენტარმა, ანნა ფოტიგამ "მთავარ არხის" ეთერში განაცხადა. როგორც ფოტიგა აღნიშნავს, ევორპარლამენტი უკრაინის, საქართველოს და მოლდოვის ევროპულ გზებს მხარს უჭერს. "დარწმუნებული ვარ, რომ ეს ძალიან ბედნიერი დღეა ქართველებისთვის. მინდა გითხრათ, რომ მეც ძალიან ბედნიერი ვარ. რადგან, როგორც პოლონეთის საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი და შემდეგ პარლამენტის წევრი, მომსწრე ვარ ყველა ნაბიჯის, რომელსაც საქართველო დგამდა ევროპისკენ. ქართველმა ხალხმა დაიმსახურა კანდიდატის სტატუსი. მიმაჩნია, რომ ეს არის გარკვეული პროცესის დასასრული და ასევე სიმბოლური მომენტი. ჩვენი ქვეყნების სუვერენიტეტი და დამოუკიდებლობა აღდგა საბჭოთა კავშირის დანგრევის შემდეგ. საბედნიეროდ, ზოგიერთმა ყოფილმა საბჭოთა რესპუბლიკამ, როგორებიცაა ლიეტუვა, ლატვია და ესტონეთი ევროკავშირში გაერთიანება უფრო ადრე მოახერხა და ახლა კი სხვა ქვეყნების ჯერიც დადგა. უკრაინის, საქართველოს და მოლდოვის და ჩვენ მხარს ვუჭერთ ამ პროცესს", - განაცხადა ფოტიგამ.
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)