19:46 - 04 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-12-15 19:41:44, 937 ნახვა

პოლიტიკა
სოფო ჯაფარიძე - როდესაც ვლაპარაკობთ ქვეყნის ევროინტეგრაციაზე, არ შეიძლება, რომ მიხეილ სააკაშვილზე არ ვისაუბროთ

როდესაც ვლაპარაკობთ ქვეყნის ევროინტეგრაციაზე, არ შეიძლება არ ვისაუბროთ მიხეილ სააკაშვილზე, - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა, სოფო ჯაფარიძემ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც სოფო ჯაფარიძე აღნიშნავს, საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის წვლილი საქართველოს ევროპულ ოჯახში გაერთიანებაში უდიდესია.

"როდესაც ვლაპარაკობთ ქვეყნის ევროინტეგრაციაზე, არ შეიძლება არ ვისაუბროთ ადამიანზე, რომელმაც ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რომ დღევანდელი დღე დამდგარიყო. 1992 წელს მიხეილ სააკაშვილი იყო საქართველოს იმ დელეგაციის ხელმძღვანელი, რომელმაც ეუთოში შეიტანა განცხადება გაწევრიანების შესახებ. სწორედ მისმა გატარებულმა პოლიტიკამ დააყენა ჩვენი ქვეყანა ყველაზე მყარად ევროპისკენ მიმავალ გზაზე. და, მე მჯერა, ჩვენ ერთად, აუცილებლად შევძლებთ საქართველოს დაჩქარებულად გაწევრიანებას ევროკავშირში და ამას აუცილებლად შევძლებთ უკრაინასთან ერთად", - განაცხადა სოფო ჯაფარიძემ.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კობახიძე ამბობს, რომ დიუშენით დაავადებული ბავშვებისთვის არც 1 და არც 50 თეთრი არ ენანება, თუმცა ფარმაცევტულ მაფიაზე მტკიცებულებების გარეშე საუბრობს
მაკა ბოჭორიშვილი: უკრაინასთან ურთიერთობები ორმხრივი უნდა იყოს
ელენე ხოშტარია - მთელი გულით და გონებით მიხარია სომხეთის ასეთი გარღვევა
კობახიძემ ერევანში სააკაშვილი და ოპოზიციის ალიანსი გალანძღა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics