|
2023-12-15 16:32:52, 994 ნახვა
პოლიტიკა
ობრაიენი - ვულოცავთ უკრაინას, მოლდოვას, საქართველოსა და ბოსნია-ჰერცეგოვინას ევროპული საბჭოს გადაწყვეტილებებს
ვულოცავთ უკრაინას, მოლდოვას, საქართველოსა და ბოსნია-ჰერცეგოვინას ევროპული საბჭოს გადაწყვეტილებებს, - ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ჯეიმს ობრაიენი X-ზე (ყოფილი Twitter-ზე) წერს. ობრაიენის თქმით, ევროპული საბჭოს გადაწყვეტილება ტრანსატლანტიკური პარტნიორობისთვის "ამაღელვებელი მომენტია". "შესანიშნავი სიახლე ევროპული საბჭოსგან ევროკავშირის გაფართოებასთან დაკავშირებით. ვულოცავთ უკრაინას, მოლდოვას, საქართველოს და ბოსნია-ჰერცეგოვინას ევროპული საბჭოს გადაწყვეტილებებს მათი ევროპული მისწრაფებების შესახებ. ამაღელვებელი მომენტია ჩვენი ტრანსატლანტიკური პარტნიორობისთვის", - წერს ობრაიენი. შეგახსენებთ, გუშინ, 14 დეკემბერს ევროპულმა საბჭომ საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მიანიჭა, ხოლო უკრაინასა და მოლდოვასთან გაწევრიანების მოლაპარაკებების გახსნის გადაწყვეტილება მიიღო. საბჭომ ასევე გადაწყვიტა, რომ ევროკავშირი დაიწყებს მოლაპარაკებებს ბოსნია-ჰერცეგოვინასთან მას შემდეგ, რაც ქვეყანა წევრობის კრიტერიუმებთან შესაბამისობის აუცილებელ ხარისხს მიაღწევს. ევროკომისიამ საქართველოსთვის სტატუსის მინიჭებაზე დადებითი რეკომენდაცია ევროპული საბჭოსთვის 8 ნოემბერს გასცა. საქართველომ ევროკავშირს წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად 2022 წელს მიმართა. გასული წლის 3 მარტს, წევრობაზე საქართველოს ოფიციალურ განაცხადს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მოაწერა ხელი.
კობახიძე ამბობს, რომ დიუშენით დაავადებული ბავშვებისთვის არც 1 და არც 50 თეთრი არ ენანება, თუმცა ფარმაცევტულ მაფიაზე მტკიცებულებების გარეშე საუბრობს
მაკა ბოჭორიშვილი: უკრაინასთან ურთიერთობები ორმხრივი უნდა იყოს
ელენე ხოშტარია - მთელი გულით და გონებით მიხარია სომხეთის ასეთი გარღვევა
კობახიძემ ერევანში სააკაშვილი და ოპოზიციის ალიანსი გალანძღა
|
რედაქტორის რჩევით
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)