|
2023-12-15 15:48:23, 869 ნახვა
პოლიტიკა
ხუნდაძე ევროპული საბჭოს გადაწყვეტილებაზე - მთავარი მადლობა მაინც ბიძინა ივანიშვილს ეკუთვნის
მთავარი მადლობა მაინც ბიძინა ივანიშვილს ეკუთვნის, - ამის შესახებ ანტიდასავლური მოძრაობა "ხალხის ძალის" წარმომადგენელმა, დიმიტრი ხუნდაძემ საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მინიჭებაზე საუბრისას განაცხადა. ხუნდაძის თქმით, აღნიშნულ შედეგის მისაღწევად მმართველი გუნდმა არც თუ ისე იოლი გზა გაიარა და ის, "როგორც რეკომენდაციების შესასრულებლად, ასევე ომისა და რევოლუციის თავიდან ასაცილებლად და პარალელურად "მოლოტოვის კოქტეილების" ჩასაქრობად იბრძოდა". "მინდა, საქართველოს თითოეულ მოქალაქეს მივულოცო კანდიდატის სტატუსის მოპოვება. ასევე მინდა, მივულოცო უკრაინას და მოლდოვას. მმართველმა გუნდმა არც თუ ისე იოლი გზა გაიარა ამისთვის. ის იბრძოდა, როგორც რეკომენდაციების შესასრულებლად, ასევე ომისა და რევოლუციის თავიდან ასაცილებლად და პარალელურად 'მოლოტოვის კოქტეილების" ჩასაქრობად. "ხალხის ძალა" ამ ბრძოლაში ვფიქრობ იყო ავანგარდში, ის არა მხოლოდ ომისა და რევოლუციის კონვეირს გადაუდგა წინ, არამედ მან გამოააშკარავა ოპოზიციის მხრიდან ცალ ფეხზე დგომის სურვილი და ჩვენ, სწორედ ამ ბრძოლაში, რომელიც არათუ უტოლდებოდა 2012 წლის ბრძოლას, ვფიქრობ, კიდევ უფრო რთული იყო, კონკრეტულად ჩვენი "ხალხის ძალის" წევრებისთვის, შევძელით, რომ მყარად, ღირსეულად და ორ ფეხზე დგომით და არა ცალ ფეხზე, როგორც ოპოზიცია სთავაზობდა საზოგადოებას, მოგვეპოვებინა ეს სტატუსი, მაგრამ თუ ბოლომდე მართლები ვიქნებით, რომ არა 2012 წლის საზოგადოებასთან ერთად მმართველი გუნდის გადაწყვეტილება, ვფიქრობ, რომ ქვეყანა დღესაც ცალ ფეხზე იდგებოდა და კიდევ ერთხელ ვამბობ - მოდი, ვიყოთ ბოლომდე გულწრფელები - რომ არა ბატონი ბიძინა ივანიშვილის მაშინდელი გადაწყვეტილება და მაშინდელი მისი მონაწილეობა პოლიტიკაში, დღეს ქვეყანას არავითარი პერსპექტივა არ ექნებოდა, ასე რომ მთავარი მადლობა მაინც მას ეკუთვნის", - განაცხადა ხუნდაძემ "რუსთავი 2-თან" საუბრისას. შეგახსენებთ, გუშინ, 14 დეკემბერს ევროპულმა საბჭომ საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მიანიჭა, ხოლო უკრაინასა და მოლდოვასთან გაწევრიანების მოლაპარაკებების გახსნის გადაწყვეტილება მიიღო. საბჭომ ასევე გადაწყვიტა, რომ ევროკავშირი დაიწყებს მოლაპარაკებებს ბოსნია-ჰერცეგოვინასთან მას შემდეგ, რაც ქვეყანა წევრობის კრიტერიუმებთან შესაბამისობის აუცილებელ ხარისხს მიაღწევს. ევროკომისიამ საქართველოსთვის სტატუსის მინიჭებაზე დადებითი რეკომენდაცია ევროპული საბჭოსთვის 8 ნოემბერს გასცა. საქართველომ ევროკავშირს წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად 2022 წელს მიმართა. გასული წლის 3 მარტს, წევრობაზე საქართველოს ოფიციალურ განაცხადს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მოაწერა ხელი.
კობახიძე ამბობს, რომ დიუშენით დაავადებული ბავშვებისთვის არც 1 და არც 50 თეთრი არ ენანება, თუმცა ფარმაცევტულ მაფიაზე მტკიცებულებების გარეშე საუბრობს
მაკა ბოჭორიშვილი: უკრაინასთან ურთიერთობები ორმხრივი უნდა იყოს
ელენე ხოშტარია - მთელი გულით და გონებით მიხარია სომხეთის ასეთი გარღვევა
კობახიძემ ერევანში სააკაშვილი და ოპოზიციის ალიანსი გალანძღა
|
რედაქტორის რჩევით
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)