20:27 - 26 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-12-15 14:29:23, 760 ნახვა

საზოგადოება
ბენდელიანი ბუაძეს - ბინა ვიყიდე, დაახლოებით, 10 წლის წინ, როდესაც არც კორპუსის მშენებლობა იყო დაწყებული და არც მერიაში ვმუშაობდი

მაგ კორპუსში ბინა ვიყიდე, დაახლოებით, 10 წლის წინ, როდესაც არც კორპუსის მშენებლობა იყო დაწყებული და არც მერიაში ვმუშაობდი, - ასე უპასუხა თბილისის მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანმა საკრებულოს ოპოზიციონერი დეპუტატის, საბა ბუაძის ბრალდებას იმასთან დაკავშირებით, რომ მის ოჯახს საცხოვრებელი ფართი იაფად იმავე კომპანიის მიერ აშენებულ კორპუსში აქვს ნაყიდი, რომელიც ამჟამად ტვერელის ეკლესიასთან მიმდინარე მშენებლობას ახორციელებს. 

„ბოლო რაიმდენიმე თვეა, რამდენიმე ტელევიზიით ვნახე, რომ ჩემს სახელს და გვარს ახსენებ ხოლმე ხშირად. დაახლოებით, 10 წლის წინ მაქვს მაგ კორპუსში ბინა ნაყიდი, როდესაც არც კორპუსის მშენებლობა იყო დაწყებული და არც მერიაში ვმუშაობდი, თუმცა კიდეც რომ მემუშავა მერიაში, მაგის პრობლემასაც ვერ ვხედავ. თქვენ რა დოკუმენტიც გიჭირავთ ხელში, ეგ არის რეგისტრაციის თარიღი, მას შემდეგ, რაც კორპუსი აშენდა, განშლა გაკეთდა და ფიზიკურად შესაძლებელი გახდა საჯარო რეესტრში მაგ ბინის დარეგისტრირება. ცოტა უფრო მეტ დროს თუ დაუთმობ ჩემს დეკლარაციას, იქ ატვირთულ სასესხო ხელშეკრულებებს, შემოსავლებს და ასე შემდეგ, უფრო ნაკლები სურვილი გექნება, რომ მოსახლეობა შეცდომაში შეიყვანო. 175 დოლარად არ არის ნაყიდი და გადარიცხვის ქვითრებიც შემიძლია თარიღებით და ოდენობით წარმოგიდგინოთ, აქ მგონი მაგის ადგილი არ არის“, - მიმართა ირაკლი ბენდელიანმა საბა ბუაძეს.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
კობახიძე - ყველა პარამეტრით ვუსწრებთ უკრაინას და მოლდოვას
ზურაბიშვილი ქართველი მებრძოლების ჩამოსვენებაზე - საპატიო ყარაული არ არის, დიდი სირცხვილია
უკრაინაში დაღუპული ბაჩო ბებია და დავით ღოღაძე სამშობლოში ჩამოასვენეს
პროკურატურა ამტკიცებს რომ ღობის საქმის პროკურორზე მამის ბიზნესების გამო, თავდასხმა ხორციელდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics