19:46 - 04 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-12-15 13:45:18, 759 ნახვა

პოლიტიკა
კობახიძე პრეზიდენტზე - საზეიმო სცენაზე არაფერი ესაქმება

რადიკალური ოპოზიცია ყველაფერს აკეთებდა იმისთვის, რომ ქვეყანას არ მიეღო კანდიდატის სტატუსი. მათ შორის, ერთ-ერთი ვინც იდგა ამ საბოტაჟის ავანგარდში, იყო სწორედ სალომე ზურაბიშვილი. რა თქმა უნდა, ასეთ ადამიანებს არაფერი ესაქმებათ საზეიმო ღონისძიებაზე და სცენაზე, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

კობახიძის თქმით, დღევანდელი საზეიმო ღონისძიება იმ ხალხისთვისაა, რომელიც კანდიდატის სტატუსის მისაღებად ყველაფერს აკეთებდა.

"დღევანდელი ღონისძიება ეძღვნება იმ ხალხს, რომელმაც ყველაფერი გააკეთა კანდიდატის სტატუსის მისაღებად. რაც შეეხება რადიკალურ ოპოზიციას, ისინი ყველაფერს აკეთებდნენ იმისთვის, რომ ქვეყანას არ მიეღო კანდიდატის სტატუსი. მათ შორის, ერთ-ერთი ვინც იდგა ამ საბოტაჟის ავანგარდში, იყო სწორედ სალომე ზურაბიშვილი. რა თქმა უნდა, ასეთ ადამიანებს არაფერი ესაქმებათ საზეიმო ღონისძიებაზე, როდესაც ისინი ყველაფერს აკეთებდნენ კანდიდატის სტატუსის წინააღმდეგ. მით უმეტეს, ასეთ ადამიანებს არაფერი ესაქმებათ საზეიმო სცენაზე... ეს არის იმ ხალხის საზეიმო ღონისძიება, რომელიც აკეთებდა ყველაფერს კანდიდატის სტატუსის მისაღებად და არ ახორციელებდა საბოტაჟს კანდიდატის სტატუსის წინააღმდეგ", - განაცხადა კობახიძემ.

შეგახსენებთ, რომ კანდიდატის სტატუსის მიღებასთან დაკავშირებით, დედაქალაქში, თავისუფლების მოედანზე, დღეს სახალხო ღონისძიება გაიმართება, რომელიც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა 27 ნოემბერს დააანონსა.

ამასთან, გუშინ, 14 დეკემბერს, საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ პრემიერის დაანონსებულ ღონისძიებას შეუერთდება, ტრიბუნასთან მიწვევის შემთხვევაში მოქალაქეებს სიტყვით მიმართავს ,"თუ არადა, ხალხში იქნება".





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კობახიძე ამბობს, რომ დიუშენით დაავადებული ბავშვებისთვის არც 1 და არც 50 თეთრი არ ენანება, თუმცა ფარმაცევტულ მაფიაზე მტკიცებულებების გარეშე საუბრობს
მაკა ბოჭორიშვილი: უკრაინასთან ურთიერთობები ორმხრივი უნდა იყოს
ელენე ხოშტარია - მთელი გულით და გონებით მიხარია სომხეთის ასეთი გარღვევა
კობახიძემ ერევანში სააკაშვილი და ოპოზიციის ალიანსი გალანძღა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics