|
2023-12-15 13:24:32, 526 ნახვა
საზოგადოება
კალაძე - ძაღლი ნივთი არაა, რომ აიღო და გარეთ დააგდო - თუ ვიღებთ პასუხისმგებლობას, მსგავსი დამოკიდებულება არ უნდა გვქონდეს
თბილისის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მერიის საქმიანობის 2023 წლის ანგარიშის წარდგენის შემდეგ მიუსაფარი ცხოველების პრობლემებზე დეპუტატების მხრიდან დასმულ შეკითხვებს უპასუხა და განაცხადა, რომ თბილისის მერია აღნიშნული გამოწვევის დასაძლევად ძალისხმევას არ იშურებს. მისივე თქმით, მიუსაფარი ცხოველების სტერილიზაცია გრძელდება და ამისთვის მერიის ბიუჯეტიდან გარკვეული თანხებია გამოყოფილი. „მიუსაფარი ცხოველების საკითხი, რა თქმა უნდა, გამოწვევაა. ერთ-ერთი გამომსვლელი ამბობდა, რომ სტერილიზაცია შემცირებულია, რაც არ არის სწორი. ქალაქში მიუსაფარი ცხოველების რაოდენობა გაზრდილია. პირველი, ვინც ვართ დამნაშავეები, ჩვენ, ადამიანები ვართ. ძაღლი არ არის ნივთი, რომ მაგალითად, აიღო და გარეთ დააგდო. თუ ვიღებთ პასუხისმგებლობას ძაღლის აყვანაზე, არ უნდა გვქონდეს ის დამოკიდებულება, რომელიც აქვთ ხოლმე. ჩვენ ამ მიმართულებით ჰუმანური დამოკიდებულება გვაქვს და აღნიშნული პრობლემის მოსაგვარებლად საკანონმდებლო ინიციატივა უკვე მომავალ კვირას დარეგისტრირდება. აღნიშნული კანონპროექტის შემუშავებაში ჩართული იყო ყველა, ვინც ამ მიმართულებით მუშაობს - არასამთავრობო ორგანიზაციები, ვეტერინარები და ასე შემდეგ“, - განაცხადა კახა კალაძემ. მისივე თქმით, კანონმდებლობა მთელი ქვეყნის მასშტაბით უნდა დარეგულირდეს. „მთელი რიგი პროცედურებია გაწერილი, თუ რა უნდა გაკეთდეს. აღნიშნული კანონპროექტის მიღების შემდეგ, მუნიციპალიტეტი მზადაა, რომ კონკრეტული ნაბიჯები გადაიდგას. სტერილიზაციას რაც შეეხება, პროცესი დღესაც გრძელდება. ამისთვის თანხებიც არის გამოყოფილი. მზად ვართ, აღნიშნული პროექტი ბოლომდე მივიყვანოთ, რომ პრობლემა და დისკომფორტი, რომელიც ქალაქში არსებობს, მაქსიმალურად იყოს მოწესრიგებული“, - განაცხადა თბილისის მერმა.
კობახიძე - ყველა პარამეტრით ვუსწრებთ უკრაინას და მოლდოვას
ზურაბიშვილი ქართველი მებრძოლების ჩამოსვენებაზე - საპატიო ყარაული არ არის, დიდი სირცხვილია
უკრაინაში დაღუპული ბაჩო ბებია და დავით ღოღაძე სამშობლოში ჩამოასვენეს
პროკურატურა ამტკიცებს რომ ღობის საქმის პროკურორზე მამის ბიზნესების გამო, თავდასხმა ხორციელდება
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსეთის ფედერაციამ შეუტია ოდესის ოლქის საპორტო ინფრასტრუქტურას
ათობით ადამიანი დაშავდა, საცხოვრებელი შენობა განადგურდა დნეპრზე მომხდარი დარტყმის შემდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)