19:45 - 04 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-12-15 12:01:05, 711 ნახვა

პოლიტიკა
თბილისის საკრებულოს სხდომა პარტია „საქართველოსთვის“ ფრაქციის წევრებმა პროტესტის ნიშნად დატოვეს

თბილისის საკრებულოს სხდომა, სადაც დედაქალაქის მერი კახა კალაძე მუნიციპალიტეტის მთავრობის საქმიანობის 2023 წლის ანგარიშს წარადგენს, პარტია „საქართველოსთვის“ ფრაქციის წევრებმა პროტესტის ნიშნად დატოვეს.

ფრაქციის წევრმა, გიორგი შარაშიძემ კალაძეს კითხვა-პასუხის ფორმატის გადადებისკენ მოუწოდა და თქვა, რომ დღეს ზეიმის დღეა.

"მოგესალმებით და ყველას გილოცავთ ისტორიულ დღეს - საქართველოს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის ოფიციალურად მიღებას, რაც ქართველი ხალხის, ჩვენი ახალგაზრდების, ჩვენი წინაპრების დამსახურებაა!

დღეს ზეიმის დღეა და მიუხედავად იმისა, რომ ბატონი მერის მიმართ არაერთი მწვავე და კრიტიკული კითხვა გვაქვს, მიგვაჩნია, რომ დღეს ამის დრო არ არის! 

ბატონო კახა, თქვენ, რა თქმა უნდა, შეგეძლოთ, ისე როგორც გასულ წლებში, სხვა დრო შეგერჩიათ თქვენი ანგარიშისთვის, მაგრამ ეს ისტორიული დღეც თქვენი პიარტექნოლოგიური მიზნებისთვის გამოიყენეთ. 

ამიტომ მოგიწოდებთ, რომ გადადოთ კითხვა-პასუხის ფორმატი და თუ მართლა გსურთ ჩვენი კითხვებისა და თქვენი წარუმატებელი მერობის შეფასების მოსმენა, სხვა დროს მობრძანდეთ საკრებულოში. 

ჩვენ კი ამ ისტორიული დარბაზიდან კიდევ ერთხელ ვულოცავთ ქართველ ხალხს ამ ისტორიულ დღეს, ვტოვებთ სხდომას და ვუერთდებით ჩვენს მოქალაქეებს საყოველთაო ზეიმში! 

ჩვენი გუნდის ევროპული მისწრაფების ნიშნად და ნიშნად იმისა, რომ ევროკავშირში გაწევრიანებამდე ჯერ კიდევ ძალიან ბევრი გვაქვს სამუშაო, რაც უპირველესად კორუფციასა და არაფორმალური მმართველობის წინააღმდეგ უკომპრომისო ბრძოლაზე გადის, ჩვენს ადგილებზე ვტოვებთ ევროპის დროშას, როგორც საქართველოს უალტერნატივო მომავლის სიმბოლოს!"- განაცხადა გიორგი შარაშიძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კობახიძე ამბობს, რომ დიუშენით დაავადებული ბავშვებისთვის არც 1 და არც 50 თეთრი არ ენანება, თუმცა ფარმაცევტულ მაფიაზე მტკიცებულებების გარეშე საუბრობს
მაკა ბოჭორიშვილი: უკრაინასთან ურთიერთობები ორმხრივი უნდა იყოს
ელენე ხოშტარია - მთელი გულით და გონებით მიხარია სომხეთის ასეთი გარღვევა
კობახიძემ ერევანში სააკაშვილი და ოპოზიციის ალიანსი გალანძღა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics