|
2023-12-15 11:40:03, 692 ნახვა
საზოგადოება
500 Global-მა, „საქართველოს ბანკმა“ და GITA-მ 500 Georgia-ს მეხუთე ნაკადის Demo Day-ს უმასპინძლეს
12 კვირიანი ინტენსიური აქსელერაციის პროგრამის დასრულების შემდეგ, 500 Georgia-ს მონაწილე სტარტაპებს ჰქონდათ შესაძლებლობა, Demo Day-ს ფარგლებში საკუთარი კომპანიები უფრო ფართო აუდიტორიისთვის გაეცნოთ. წელს, 500 Georgia-ს მეხუთე ნაკადის Demo Day 14 დეკემბერს თბილისში, რუსთაველის თეატრში გაიმართა. 500 Global-მა, „საქართველოს ბანკთან“ და საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოსთან ერთად, 14 დეკემბერს 500 Georgia-ს აქსელერაციის პროგრამის მეხუთე ნაკადის შემაჯამებელ ღონისძიებას - Demo Day-ს უმასპინძლა. 5 ქვეყნის 10 სტარტაპს ჰქონდა შესაძლებლობა, საკუთარი კომპანიები ფართო აუდიტორიისთვის გაეცნოთ, მათ შორის ადგილობრივი და საერთაშორისო სტეიკჰოლდერებისთვის, ვენჩურული კაპიტალის მქონე საზოგადოების, ბიზნეს და მედია წარმომადგენლებისთვის. Demo Day შესაძლებლობას აძლევს სტარტაპებს, დაამყარონ ღირებული კავშირები, რაც მათ ლოკალურ და გლობალურ ბაზარზე მასშტაბირებაში დაეხმარება. ამასთან, Demo Day-ს ფარგლებში გაიმართა პანელური დისკუსია, რომელშიც მონაწილეობას იღებდნენ ლორენს ჩუ, Global Tech M&A at Goodwin-ის თანათავმჯდომარე, ერთან ქანი, Multiple Capital-ის მმართველი პარტნიორი, კორტნი პოველი, 500 Global-ის მმართველი ოპერაციული მენეჯერი (COO) და ფარუქ ალიევი, Pasha Holding-ის ინოვაციების მიმართულების დირექტორი. პანელის მოდერატორი იყო მაიკ ბუჩერი, TechCrunch-ის რედაქტორი. 500 Georgia-ს მეექვსე ნაკადისთვის სტარტაპების შერჩევა უკვე დაიწყო. მონაწილეობის მისაღებად განაცხადის შევსება შესაძლებელია ვებგვერდზე. 500 Georgia-ს მეხუთე ნაკადის მონაწილე სტარტაპები არიან:
ჩატარებული 5 ნაკადის ფარგლებში, 60-ზე მეტ სტარტაპს ჰქონდა შესაძლებლობა, მიეღო მონაწილეობა ინტენსიური აქსელერაციის პროგრამაში, მათ შორის იყვნენ სტარტაპები უკრაინიდან, აზერბაიჯანიდან, სომხეთიდან, უზბეკეთიდან, ყაზახეთიდან, ლიეტუვადან და სხვა. 2022 წელს, „საქართველოს ბანკს“, 500 Global-სა და საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს შორის ოთხწლიანი პარტნიორობა გაფორმდა. თანამშრომლობის ფარგლებში, 500 Georgia სტარტაპებს თბილისში წელიწადში ორჯერ გადაამზადებს. 500 Global-ის შესახებ: 500 Global არის გლობალური ვენჩურული საინვესტიციო კომპანია, რომელიც, 2023 წლის 30 ივნისის მონაცემებით, 2.4 მილიარდიან აქტივებს მართავს. იგი ინვესტიციას ახორციელებს სტარტაპებში, რომლებიც ქმნიან სწრაფად მზარდ ტექნოლოგიურ კომპანიებს. 500 Global მჭიდროდ თანამშრომლობს ეკოსისტემის მთავარ მონაწილეებთან და კონსულტაციას უწევს მთავრობებს, შექმნან ისეთი სამეწარმეო ეკოსისტემა, რომელშიც სტარტაპებს ექნებათ სწრაფი განვითარების შესაძლებლობა. დღემდე 500 Global-მა მხარი დაუჭირა 5000-ზე მეტ დამფუძნებელს და 2800-ზე მეტ კომპანიას, 80+ ქვეყნიდან. მისი პორტფოლიო მოიცავს 35-ზე მეტ კომპანიას, რომელთა ღირებულება 1 მილიარდ დოლარზე მეტია და 160+ კომპანიას, რომელთა ღირებულება 100 მილიონ დოლარს აღემატება (მათ შორის არის კერძო, საჯარო და “exited” კომპანიები). 500 Global-ის გუნდი 190+ წევრს აერთიანებს 25 ქვეყნიდან, რომლებსაც წამყვან ტექნოლოგიურ კომპანიებში მუშაობის გამოცდილება აქვთ.
კობახიძე - ყველა პარამეტრით ვუსწრებთ უკრაინას და მოლდოვას
ზურაბიშვილი ქართველი მებრძოლების ჩამოსვენებაზე - საპატიო ყარაული არ არის, დიდი სირცხვილია
უკრაინაში დაღუპული ბაჩო ბებია და დავით ღოღაძე სამშობლოში ჩამოასვენეს
პროკურატურა ამტკიცებს რომ ღობის საქმის პროკურორზე მამის ბიზნესების გამო, თავდასხმა ხორციელდება
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსეთის ფედერაციამ შეუტია ოდესის ოლქის საპორტო ინფრასტრუქტურას
ათობით ადამიანი დაშავდა, საცხოვრებელი შენობა განადგურდა დნეპრზე მომხდარი დარტყმის შემდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)