19:45 - 04 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-12-15 09:57:06, 816 ნახვა

პოლიტიკა
მილერი - აშშ მტკიცედ უჭერს მხარს გაფართოებას და პოტენციურ კანდიდატებს EU-სკენ მათ გზაზე

ჩვენ მივესალმებით ევროპული საბჭოს კენჭისყრას ევროკავშირის გაფართოებაზე და ვულოცავთ უკრაინას, მოლდოვას, საქართველოს და ბოსნია და ჰერცეგოვინას ევროკავშირში წევრობისკენ სწრაფვის გზაზე გადადგმულ ისტორიულ ნაბიჯს, - ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერი მეთიუ მილერი X-ზე (ყოფილი Twitter-ი) წერს.

მილერის თქმით, შეერთებული შტატები მტკიცედ უჭერს მხარს გაფართოებას და პოტენციურ კანდიდატებს ევროკავშირის გზაზე.

"ჩვენ მივესალმებით ევროპული საბჭოს კენჭისყრას ევროკავშირის გაფართოებაზე და ვულოცავთ უკრაინას, მოლდოვას, საქართველოს და ბოსნია და ჰერცეგოვინას ევროკავშირში წევრობისკენ სწრაფვის გზაზე გადადგმულ ისტორიულ ნაბიჯს. შეერთებული შტატები მტკიცედ უჭერს მხარს გაფართოებას და პოტენციურ კანდიდატებს მათ ევროკავშირის გზაზე", - წერს მილერი.

შეგახსენებთ, გუშინ, 14 დეკემბერს ევროპულმა საბჭომ საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მიანიჭა, ხოლო უკრაინასა და მოლდოვასთან გაწევრიანების მოლაპარაკებების გახსნის გადაწყვეტილება მიიღო. საბჭომ ასევე გადაწყვიტა, რომ ევროკავშირი დაიწყებს მოლაპარაკებებს ბოსნია-ჰერცეგოვინასთან მას შემდეგ, რაც ქვეყანა წევრობის კრიტერიუმებთან შესაბამისობის აუცილებელ ხარისხს მიაღწევს​.

ევროკომისიამ საქართველოსთვის სტატუსის მინიჭებაზე დადებითი რეკომენდაცია ევროპული საბჭოსთვის 8 ნოემბერს გასცა. საქართველომ ევროკავშირს წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად 2022 წელს მიმართა. გასული წლის 3 მარტს, წევრობაზე საქართველოს ოფიციალურ განაცხადს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მოაწერა ხელი.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კობახიძე ამბობს, რომ დიუშენით დაავადებული ბავშვებისთვის არც 1 და არც 50 თეთრი არ ენანება, თუმცა ფარმაცევტულ მაფიაზე მტკიცებულებების გარეშე საუბრობს
მაკა ბოჭორიშვილი: უკრაინასთან ურთიერთობები ორმხრივი უნდა იყოს
ელენე ხოშტარია - მთელი გულით და გონებით მიხარია სომხეთის ასეთი გარღვევა
კობახიძემ ერევანში სააკაშვილი და ოპოზიციის ალიანსი გალანძღა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics