|
2023-12-14 22:55:07, 608 ნახვა
პოლიტიკა
მერია - საბავშვო ლიტერატურული პრემია „ნაკადულის" გამარჯვებულები დაჯილდოვდნენ
ვაკის მედიათეკაში საბავშვო ლიტერატურული პრემია „ნაკადულის" დაჯილდოების ცერემონიალი გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. მერიის ცნობით, ჟიურიმ გამარჯვებულები გამოავლინა ოთხი ნომინაციაში: საუკეთესო პროზაული წიგნი: „ბებე - მაწანწალების უფლისწული" - ავტორი თამრი ფხაკაძე (გამომცემლობა„პალიტრა L"); საუკეთესო პოეტური წიგნი: „კარგად ყოფნის წესები" - ავტორი თუთა ჯგუშია (გამომცემლობა „პალიტრა L"); საუკეთესო ილუსტრირებული წიგნი: „ნახევარქათამა" - ილუსტრატორი ვარლამ ჯმუხაძე (გამომცემლობა „არტანუჯი"); საუკეთესო საგანმანათლებლო-შემეცნებითი წიგნი: „ბახტრიონი" - ავტორი ნინო სადღობელაშვილი (გამომცემლობა „არტანუჯი"). თბილისის მერიის მხარდაჭერით დაარსებული პრემია „ნაკადულის" ორგანიზატორია თბილისის მულტიფუნქციური ბიბლიოთეკების გაერთიანება და საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაცია. ღონისძიებას ესწრებოდა თბილისის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელი ირაკლი გვილავა. მისი თქმით, თბილისის მერია გააგრძელებს პრემია „ნაკადულის" მხარდაჭერას. „საბავშვო საგანმანათლებლო და სახელოვნებო პროექტების მხარდაჭერა იყო და იქნება თბილისის მერიის პრიორიტეტი. პრემია „ნაკადული" ნელ-ნელა სულ უფრო იმკვიდრებს ამ პრიორიტეტების ერთ-ერთი გამწევი ძალის, ერთგვარი შემაჯამებლის სახელს. უდავოა, რომ მსგავსი პროექტები აუცილებელია წიგნიერების დონის ამაღლებისა და ბავშვების კითხვით დასაინტერესებლად, ამიტომ კვლავ გავაგრძელებთ პრემიის მხარდაჭერას და იმედს გამოვთქვამ, რომ მომავალში ის უფრო მასშტაბური გახდება. ვულოცავ ყველა გამარჯვებულს და ვუსურვებ შემოქმედებით წარმატებას", - განაცხადა თბილისის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელმა ირაკლი გვილავამ. აღსანიშნავია, რომ პრემია „ნაკადული", იუნესკოს პროექტ „თბილისი - წიგნის მსოფლიო დედაქალაქის" მიერ ორგანიზებული თბილისის საბავშვო წიგნის ფესტივალის ფარგლებში, 2021 წელს დაარსდა. პრემიის სახელი ერთ-ერთ პირველ ქართულ საბავშვო ჟურნალ „ნაკადულს" უკავშირდება. ჟურნალი 1904-1927 წლებში გამოიცემოდა და მასთან თანამშრომლობდნენ აკაკი წერეთელი, ვაჟა-ფშაველა, შიო მღვიმელი, ლეო ქიაჩელი, ეკატერინე გაბაშვილი და სხვები. „მოხარული ვარ, რომ იუნესკოს პროექტ „თბილისი - წიგნის მსოფლიო დედაქალაქის" ფარგლებში დაარსებული ლიტერატურული პრემია ასე წარმატებით აგრძელებს თავის გზას. უკვე მესამე წელია, რაც „ნაკადული" საუკეთესო საბავშვო ნაწარმოებებს და ილუსტრირებულ გამოცემებს გამოარჩევს, რაც ამ მიმართულებით მომუშავე ავტორებისთვის უდიდესი მხარდაჭერა და სტიმულია. ვულოცავ გამარჯვებულებს, პატარა მკითხველს კი ახლა თავგადასავლებს ვუსურვებ", - განაცხადა თბილისის მულტიფუნქციური ბიბლიოთეკების გაერთიანების დირექტორმა, ნინია მაჭარაშვილმა. ჟიურის შემადგენლობაში შედიოდნენ: ილუსტრატორი თაკო ბაქრაძე, მწერალი დიანა ანფიმიადი, მწერალი თეა თოფურია, განათლების ექსპერტი გიორგი ჭანტურია და 2023 წლის მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელი ნინო ფსუტური.
პირველმა არხმა ფეხბურთში 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ჩვენების ლიცენზია დაკარგა
საქართველოში შემაშფოთებელი ტენდენციებია - მედიის თავისუფლების კოალიციის 16 წევრი ქვეყანა
კობახიძე - გვქონდა საინტერესო საუბრები ევროპელ ლიდერებთან
კობახიძე ამბობს, რომ დიუშენით დაავადებული ბავშვებისთვის არც 1 და არც 50 თეთრი არ ენანება, თუმცა ფარმაცევტულ მაფიაზე მტკიცებულებების გარეშე საუბრობს
|
რედაქტორის რჩევით
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)