07:04 - 05 Nov, 2026
|
2023-12-14 22:32:06, 911 ნახვა
პოლიტიკა
პრემიერი - მადლობა ევროპული საბჭოს ლიდერებს საქართველოს ცივილიზაციური არჩევანის აღიარებისთვის
მადლობა ევროპული საბჭოს ლიდერებს საქართველოს ცივილიზაციური არჩევანის აღიარებისთვის, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სოციალურ ქსელ X-ში წერს. როგორც ღარიბაშვილი აღნიშნავს, საქართველო ერთგული რჩება და ევროინტეგრაციის გზაზე წინსვლას მოუთმენლად ელის. "საქართველო ევროკავშირის წევრობის კანდიდატი სახელმწიფოა. მადლობა ევროპული საბჭოს ლიდერებს, შარლ მიშელს, ურსულა ფონ დერ ლაიენს, ოლივერ ვარჰეის საქართველოს ცივილიზაციური არჩევანის აღიარებისთვის. ჩვენ ვრჩებით ერთგულები და მოუთმენლად ველით წინსვლას ევროინტეგრაციის ჩვენს გზაზე", - წერს საქართველოს პრემიერ-მინისტრი. ცნობისთვის, ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა ცოტა ხნის წინ განაცხადა, რომ ევროპულმა საბჭომ საქართველოს კანდიდატის სტატუსი მიანიჭა.
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)