21:57 - 26 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-12-14 16:55:37, 635 ნახვა

საზოგადოება
„საქართველოს ბანკის“ მობილბანკსა და ინტერნეტბანკს ახალი ციფრული სასაჩუქრე ბარათები დაემატა

"საქართველოს ბანკი" მომხმარებლებზე ზრუნვას და მათთვის ახალი სერვისებისა თუ პროდუქტების შეთავაზებას აქტიურ რეჟიმში განაგრძობს. ამჯერად ბანკი მომხმარებლებს ახალ პროდუქტს - ციფრულ სასაჩუქრე ბარათებს სთავაზობს, რომელიც "საქართველოს ბანკის" მობილბანკსა და ინტერნეტბანკშია ხელმისაწვდომი.

ციფრული სასაჩუქრე ბარათის შეძენა ნებისმიერ დროს არის შესაძლებელი და ის ადრესატთან მომენტალურად იგზავნება. მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს აირჩიოს სასურველი ვიზუალი ბარათისთვის და თან მისალოცი წერილიც დაურთოს.  

აღსანიშნავია, რომ სასაჩუქრე ბარათი შეგიძლიათ გაუგზავნოთ ნებისმიერ ადრესატს ტელეფონის ნომერზე და არ არის აუცილებელი ჰქონდეს მობილბანკი, რათა ის გაიაქტიუროს. 

„სასაჩუქრე ბარათები მობილბანკსა და ინტერნეტბანკში მორიგი სიახლეა "საქართველოს ბანკისგან". წინასაახალწლოდ ყველას ძალიან ბევრი საქმე აქვს: საყიდლები, საშობაო დეკორაცია, საჩუქრები ოჯახის წევრებისთვისა თუ სიქრეთ სანტას ადრესატისთვის. შესასრულებელი დავალებების სიას ბოლო არ უჩანს. ციფრული სასაჩუქრე ბარათი ნებისმიერი სიტუაციისთვის კარგი გამოსავალია, რადგან მას ნებისმიერ დროს და ნებისმიერი ადგილიდან  შეიძენ და ადრესატი მას მომენტალურად მიიღებს. მისი შეძენა შესაძლებელია როგორც "საქართველოს ბანკის" ნებისმიერი ბარათით, ასევე ნაწილ - ნაწილ გადახდის მეშვეობით. ხოლო, თუ მეგობრები საერთო საჩუქრის ყიდვას გეგმავთ, შეგიძლიათ თანხის გაყოფის ფუნქციონალი გამოიყენოთ. იმ შემთხვევაში, თუ შენ მიიღე ვაუჩერი, მობილბანკში გააქტიურებისას გამოჩნდება თუ სად დახარჯე და რამდენი დაგრჩა ანგარიშზე. აღსანიშნავია ისიც, რომ ნებისმიერი სასურველი თანხის სასაჩუქრე ვაუჩერის ჩუქება არის შესაძლებელი.  ჩვენ არ ვჩერდებით და აქტიურ რეჟიმში ვმუშაობთ ჩვენს მომხმარებლებს საჭირო და დროული პროდუქტი შევთავაზოთ, რათა გავუმარტივოთ მათ ყოველდღიურობა და საბანკო სერვისებით სარგებლობის პროცესი კიდევ უფრო მეტად კომფორტული გავხადოთ“,- აცხადებენ "საქართველოს ბანკში".









ავტორი: R (რეკლამა),


სოციალური ქსელები
კობახიძე - ყველა პარამეტრით ვუსწრებთ უკრაინას და მოლდოვას
ზურაბიშვილი ქართველი მებრძოლების ჩამოსვენებაზე - საპატიო ყარაული არ არის, დიდი სირცხვილია
უკრაინაში დაღუპული ბაჩო ბებია და დავით ღოღაძე სამშობლოში ჩამოასვენეს
პროკურატურა ამტკიცებს რომ ღობის საქმის პროკურორზე მამის ბიზნესების გამო, თავდასხმა ხორციელდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics