21:57 - 26 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-12-14 13:03:18, 434 ნახვა

საზოგადოება
რატი ბრეგაძემ INL-ის მდივნის მოადგილესთან თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივები განიხილა

იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანტინარკოტიკულ და სამართალდამცავ ორგანოებთან თანამშრომლობის საერთაშორისო ბიუროს (INL) მდივნის მოადგილესთან თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივები განიხილა.

იუსტიციის სამინისტროს ცნობით, მინისტრმა ტოდ რობინსონთან პენიტენციურ და პრობაციის სფეროებში მიღწეული პროგრესი განიხილა.

"რატი ბრეგაძემ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანტინარკოტიკულ და სამართალდამცავ ორგანოებთან თანამშრომლობის საერთაშორისო ბიუროს წარმომადგენლებს სამინისტროს მიერ გატარებული რეფორმების მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ აშშ და, კერძოდ, INL უწყების მნიშვნელოვანი პარტნიორია.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო პენიტენციურ და პრობაციის სისტემებში დანერგილ ისეთ ინოვაციურ პროექტებს, როგორიცაა: ციფრული უნივერსიტეტი, რე-მარკეტი, პრობბოქსი, სპორტის მართვის სისტემა, ევროპული ტიპის პირველი პენიტენციური დაწესებულება ლაითურში, ახალი სასწავლო ცენტრი  სააკაძეში  და სხვ.

რატი ბრეგაძემ ტოდ რობინსონს მადლობა გადაუხადა სამინისტროს მიერ ორგანიზებულ მაღალი დონის საერთაშორისო კონფერენციაში – „მსჯავრდებულთა და პრობაციონერთა რეაბილიტაციისა და რესოციალიზაციის პროცესში არსებული ინოვაციები" –  INL-ის მიერ გაწეული მხარდაჭერისთვის.

შეხვედრას ესწრებოდნენ იუსტიციის მინისტრის მოადგილე ბექა ძამაშვილი, საქართველოს ელჩი აშშ-ში დავით ზალკალიანი და სპეციალური პენიტენციური სამსახურის ხელმძღვანელი ნიკა ცხვარაშვილი",- აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
კობახიძე - ყველა პარამეტრით ვუსწრებთ უკრაინას და მოლდოვას
ზურაბიშვილი ქართველი მებრძოლების ჩამოსვენებაზე - საპატიო ყარაული არ არის, დიდი სირცხვილია
უკრაინაში დაღუპული ბაჩო ბებია და დავით ღოღაძე სამშობლოში ჩამოასვენეს
პროკურატურა ამტკიცებს რომ ღობის საქმის პროკურორზე მამის ბიზნესების გამო, თავდასხმა ხორციელდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics