21:57 - 26 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-12-14 12:09:35, 525 ნახვა

საზოგადოება
ილია ღუდუშაური - მშობიარობასა და საკეისრო კვეთაზე ჩვენ დავადგინეთ ახალი, სამართლიანი ტარიფი, რომლის მიხედვითაც დამატებით თანხის გადახდა პაციენტს აღარ მოუწევს

ამ დრომდე, დაფინანსების ნაწილში, თითქმის ყველა პაციენტს უწევდა თანაგადახდა. ჩვენ, დავადგინეთ ახალი, სამართლიანი ტარიფი, რომლის მიხედვითაც დამატებით თანხის გადახდა პაციენტს აღარ მოუწევს. ამისთვის ჩვენ ის სერვისი, რომელიც შეიძლება პოტენციურად დასჭირდეს პაციენტს, შევიყვანეთ სატარიფო გაანგარიშებაში. რა თქმა უნდა, ეს მოიცავს უშუალოდ მშობიარობისა და საკეისრო კვეთის ხარჯებს, ამასთანავე დავამატეთ  გაუტკივარების ხარჯი, არჩევითი ექიმის ხარჯი და სხვა. დღეს, თანაგადახდის საჭიროება პაციენტს აღარ აქვს, შესაბამისად დამატებითი თანხის მოთხოვნა, ისევე როგორც DRG-ით დაფინანსებულ ყველა სხვა სერვისზე, სრულიად აკრძალულია, - აღნიშნულის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ,  ილია ღუდუშაურმა განაცხადა.

ღუდუშაურის თქმით, DRG დაფინანსების მოდელი, უკვე ერთი წელია რაც საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში ინტეგრირდა. ერთი თვეა, აღნიშნული დაფინანსების მოდელი მშობიარობასა და საკეისრო კვეთაზეც, ასევე ნეონატალურ სერვისზეც გავრცელდა.

„ჩვენ გვაქვს ორი მთავარი ამოცანა, ეს არის სახელმწიფოს მიერ დახარჯული თანხების ხარჯთეფექტურობის გაზრდა, რომლისთვისაც DRG სისტემა ყველაზე წარმატებულ მოდელად ითვლება და ასევე, ყველაზე მნიშვნელოვანი, ეს არის პაციენტისთვის თანაგადახდის შემცირება“, - განაცხადა ილია ღუდუშაურმა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
კობახიძე - ყველა პარამეტრით ვუსწრებთ უკრაინას და მოლდოვას
ზურაბიშვილი ქართველი მებრძოლების ჩამოსვენებაზე - საპატიო ყარაული არ არის, დიდი სირცხვილია
უკრაინაში დაღუპული ბაჩო ბებია და დავით ღოღაძე სამშობლოში ჩამოასვენეს
პროკურატურა ამტკიცებს რომ ღობის საქმის პროკურორზე მამის ბიზნესების გამო, თავდასხმა ხორციელდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics