|
2023-12-14 11:47:46, 872 ნახვა
პოლიტიკა
ბაშარ ალ-ასადი ინალ არძინბას არაბული ქვეყნების მიერ „აფხაზეთის აღიარებაში“ დახმარებას დაჰპირდა
სირიის პრეზიდენტი ბაშარ ალ-ასადი დროებით ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრ ინალ არძინბას შეხვდა. ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ბაშარ ალ-ასადმა განაცხადა, რომ "ყველა ღონეს გამოიყენებს არაბული სამყაროს ქვეყნების მიერ აფხაზეთის რესპუბლიკის სახელმწიფო სუვერენიტეტის აღიარების გაფართოებისთვის". "მხარეებმა მხარდაჭერა გამოუცხადეს რუსეთის ფედერაციის მიერ უკრაინაში განხორციელებულ სპეცოპერაციას და დაგმეს ამერიკის შეერთებული შტატების ქმედებები და მცდელობები ახლო აღმოსავლეთში, ამიერკავკასიასა და მსოფლიოს სხვა რეგიონებში კონფლიქტების დაწყებასთან დაკავშირებით. მხარეებმა ასევე დაგმეს ისრაელის საჰაერო თავდასხმები სირიის სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე",- ნათქვამია ე.წ. საგარეო უწყების ინფორმაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)