2023-12-14 08:59:50, 650 ნახვა
მსოფლიო
რუსმა ოკუპანტებმა ოდესის ოლქი დაბომბეს - არიან დაშავებულები [ვიდეო]
რუსმა ოკუპანტებმა ოდესის ოლქი დაბომბეს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ქვეყნის საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს.
უკრაინის საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახურის ცნობით, თავდასხმის შედეგად დაშავდა 11 ადამიანი, მათ შორის 3 ბავშვი.
მათივე ინფორმაციით, თავდასხმა დრონების გამოყენებით განხორციელდა, რის შედეგადაც დაზიანდა 11 შენობა, საჰაერო განგაში კი 6 საათზე მეტხანს გაგრძელდა.
ავტორი: ექსპრესნიუსი,