07:47 - 05 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-12-13 21:11:17, 781 ნახვა

პოლიტიკა
ზურაბიშვილი - იმედი მაქვს, რომ გადაწყვეტილება პოზიტიური იქნება არამხოლოდ საქართველოსთვის, არამედ მოლოდოვისთვისა და უკრაინისთვის

ნებისმიერი უკუსვლა და ერთი ნაბიჯი უკან, არის ერთი ნაბიჯი წინ რუსეთისთვის, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ათონელის სასახლეში დასკვნით მიღებაზე განაცხადა, სადაც დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები და პოლიტიკოსები იმყოფებოდნენ.

ზურაბიშვილმა იმედი გამოთქვა, რომ გადაწყვეტილება პოზიტიური იქნება არამხოლოდ საქართველოსთვის, არამედ მოლდოვისთვისა და უკრაინისთვის,

"იმედი მაქვს, რომ გადაწყვეტილება იქნება ასევე პოზიტიური არამხოლოდ საქართველოსთვის, არამედ ასევე მოლოდოვისა და უკრაინისთვის. რადგან, ნებისმიერი უკუსვლა, ნებისმიერი ერთი ნაბიჯი უკან, არის ერთი ნაბიჯი წინ რუსეთისთვის და ეს არის ის გზავნილი, რაც მე მინდა დღეს გავიდეს ჩვენს ევროპელ და ამერიკელ მეგობრებთან. რამეთუ, ამ დღეებში მათი გადაწყვეტილებები უკრაინის ომის მიმართ, იქნება ძალიან სერიოზული გზავნილი. ჩვენ არცერთს არ გვაქვს უფლება, რომ რამე დავუთმოთ რუსეთს", - განაცხადა ზურაბიშვილმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ბრეიზა სანქციებს ითხოვს - კობახიძე ბრიუსელში ვიზიტს პროპაგანდისთვის იყენებს
პაველ ჰერჩინსკი - ნუ დაკარგავთ იმედს, საქართველოს მომავალი ქართველი ხალხის ხელშია
ჰერჩინსკი - საქართველო ევროკავშირის კანდიდატად მხოლოდ სახელით რჩება
კალასი - იანვარში საქართველოს შესახებ სიღრმისეულად ვიმსჯელებთ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics