|
2023-12-13 17:17:21, 772 ნახვა
პოლიტიკა
ზარქუა - ქალბატონო პრეზიდენტო, სადაც არ უნდა გათხაროთ, ქართველი ხალხის მხარდაჭერას ვერ მოიპოვებთ - გაშიფრული ხართ
ქალბატონო პრეზიდენტო, სადაც არ უნდა იყოთ, სადაც არ უნდა გათხაროთ, თქვენ ქართველი ხალხის მხარდაჭერას ვერ მოიპოვებთ იმიტომ, რომ გაშიფრული ხართ,- ასე ეხმაურება "ქართული ოცნების" დეპუტატი ირაკლი ზარქუა საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის საკითხზე პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის განცხადებას. როგორ ზარქუამ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, ზურაბიშვილს "ნდობის მანდატი" დაკარგული აქვს. "ნაციონალური მოძრაობა“, რომელიც ჩაფლავდა არა ერთი მცდელობის მიუხედავად, რომ მოეხდინა აქ რევოლუცია, ახლა გამოდის ორ ფრონტზე. ერთი იქნება ჩემი "ხაბე" და მისი შემადგენლობა, ნუ "ლუზერები" და აქეთ იქნება ვითომ ახალი სისხლი, მათ შორის ქალბატონი ზურაბიშვილი, გვარამია, "ლელო", გახარია და დანარჩენი ხელმოცარულები... ქალბატონო პრეზიდენტო, სადაც არ უნდა იყოთ, სადაც არ უნდა გათხაროთ, თქვენ ქართველი ხალხის მხარდაჭერას ვერ მოიპოვებთ იმიტომ, რომ გაშიფრული ხართ. თქვენ არ ხართ ქართული საზოგადოების, ქართული ინტერესების მხარდამჭერი და გამტარებელი, რისთვისაც ჩვენ მოგიყვანეთ, მხარს გიჭერდით და ავარჩევინეთ ჩვენს მოსახლეობას. ეს მანდატი ნდობის დაკარგეთ როგორც მმართველი პარტიისთვის, ისე ჩვენი სახელმწიფოსთვის",- ამბობს ირაკლი ზარქუა. ცნობისთვის, ჩეხეთში ვიზიტის დროს "რადიო თავისუფლების“ პრაღის ოფისისთვის მიცემული ინტერვიუს დროს, კითხვაზე თუ საქართველოს ევროპული მომავალი კითხვის ნიშნის ქვეშ დადგებოდა, მიიღებდა თუ არა რამე ფორმით საარჩევნო რბოლაში მონაწილეობას, საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა: "თუ საქართველოს ევროპული მომავალი კითხვის ნიშნის ქვეშ დადგება, მე განვიხილავ ყველაფერს".
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)