|
2023-12-13 17:01:29, 1263 ნახვა
ომი უკრაინაში
ნორვეგია უკრაინის დამატებით ხუთწლიან დახმარების პაკეტს გადასცემს, რომელიც თითქმის 800 მლნ დოლარს შეადგენს
ნორვეგიის სამეფოში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ნორვეგიის პრემიერ-მინისტრს, იონას გარ შტერეს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. როგორც შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე ნორვეგიის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, ნორვეგია უკრაინას თავდაცვისა და ეკონომიკის სფეროების გაძლიერებისა და რეკონსტრუქციისთვის, დამატებით ხუთწლიანი დახმარების პაკეტს გადასცემს, რომელიც დაახლოებით, 800 მილიონ ამერიკულ დოლარს შეადგენს. ვოლოდიმირ ზელენსკიმ ნორვეგიას და პირადად მთავრობის მეთაურს უკრაინის მხარდაჭერის გლობალური ლიდერობისთვის მადლობა გადაუხადა. "2023 წელს 1 მილიარდი დოლარის დახმარება გავუწიეთ უკრაინას. ჩვენ ვზრდით ჩვენს ფინანსურ და ჰუმანიტარულ დახმარებას თითქმის $800 მილიონით. გარდა ამისა, შეგვიძლია განვაცხადოთ, რომ 2024 წლის პირველი თვეებიდან ჩვენ პირდაპირ ეკონომიკურ მხარდაჭერას გავუწევთ კრიტიკულად მნიშვნელოვან სფეროებს, რათა არ მოხდეს შეფერხება უკრაინელი ხალხის დახმარებაში“, - განაცხადა ნორვეგიის პრემიერმა. ცნობისთვის, უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ნორვეგიაში დღეს, 13 დეკემბერს ჩავიდა.
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაში
არა მხოლოდ აღდგომისთვის: უკრაინამ რუსეთს შესთავაზა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების გახანგრძლივება
უკრაინის მთავარმა მომლაპარაკებელმა „უზარმაზარი პროგრესის“ შესახებ განაცხადა და პუტინთან შეთანხმების მიღწევის შესაძლებლობა არ გამორიცხა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)