23:22 - 26 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-12-13 13:55:07, 614 ნახვა

საზოგადოება
ოთარ შამუგია პუბლიკაციის „საქართველოს სოფლის მეურნეობა: ტრანსფორმაცია და ბოლო ათწლეულის განვითარების ტენდენციები“ პრეზენტაციას დაესწრო

საქართველოს პარლამენტში, აგრარულ საკითხთა კომიტეტის ორგანიზებით, პუბლიკაციის „საქართველოს სოფლის მეურნეობა: ტრანსფორმაცია და ბოლო ათწლეულის განვითარების ტენდენციები“ პრეზენტაცია გაიმართა. 

პრეზენტაციაზე სიტყვით გამოვიდნენ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია და ევროკავშირის ელჩი საქართველოში პაველ კაჩინსკი.

პუბლიკაცია საქართველოს პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის ინიციატივით მომზადდა და ის დამსწრე საზოგადოებას კომიტეტის თავმჯდომარემ, ნინო წილოსანმა წარუდგინა.

მინისტრმა ოთარ შამუგიამ, სიტყვით გამოსვლისას, სოფლის მეურნეობის მიმართულებით ბოლო 10 წლის განმავლობაში მიღწეულ შედეგებზე ისაუბრა.

მინისტრმა აღნიშნა, რომ დარგის განვითარების სახელმწიფო პოლიტიკის შედეგად, სოფლის მეურნეობის სექტორში  როგორც წარმოების, ასევე ექსპორტის მზარდი ტენდენცია ყოველწლიურად ნარჩუნდება. სახელმწიფო ფერმერების მხარდაჭერას აგრძელებს და მათი საჭიროებებიდან გამომდინარე ახორციელებს ცვლილებებს, როგორც უკვე მიმდინარე პროექტებში, ასევე, გეგმავს ახალ აქტივობებს. 

„საქართველოს სოფლის მეურნეობა: ტრანსფორმაცია და ბოლო ათწლეულის განვითარების ტენდენციები“ მნიშვნელოვანი დოკუმენტია, სადაც განხილულია ის ცვლილებები, რაც განხორციელდა სოფლის განვითარების მიმართულებით. 2012 წლის შემდეგ, სოფლის მეურნეობის განვითარება ხელისუფლების ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს. ამ 10 წლის განმავლობაში ხდებოდა შესაბამისი საბიუჯეტო რესურსების მობილიზება სექტორის განვითარებისთვის. 2012-13 წლიდან, ფერმერების მხარდასაჭერად დავიწყეთ მნიშვნელოვანი პროგრამები. დღეს 15-მდე ასეთი პროგრამა ხორციელდება. მომზადებულ პუბლიკაციაში კარგად არის განხილული თუ რა შედეგები მოგვცა ამ პროგრამებმა, ასევე იმ საკანონმდებლო ცვლილებებმა, რომელიც ამ პერიოდის განმავლობაში იქნა განხორციელებული. ხაზგასასმელია ევროკავშირთან ინტეგრაციის ნაწილში ჩვენი რეფორმები, საკანონმდებლო დაახლოება, სადაც სერიოზული პროგრესი გვაქვს. რა თქმა უნდა, პროცესი და წინსვლა გაგრძელდება“, - განაცხადა ოთარ შამუგიამ.

პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის ინიციატივით შემუშავებულ პუბლიკაციაში შეჯამებული და გაანალიზებულია სოფლის მეურნეობის სექტორის განვითარების ტენდენციები ბოლო 10 წლის განმავლობაში. მიმოხილულია 2012-2022 წლებში განხორციელებული როგორც სამართლებრივი, ისე ეკონომიკური და ინსტიტუციური პროცესები, აგრარულ სექტორში მიღწეული შედეგები და არსებული გამოწვევები. 

პუბლიკაციის პრეზენტაციას საკანონმდებლო, სამთავრობო სტრუქტურების, შესაბამისი მიმართულების არასამთავრობო ორგანიზაციების, ასოციაციების და  სამეცნიერო წრეების წევრები, დიპლომატური კორპუსის წარმომადგენლები და დარგის სპეციალისტები ესწრებოდნენ. 

ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ირანმა რუსი უმდიდრესი ოლიგარქის იახტას ჰორმუზის სრუტის გავლით ნება დართო
რუსეთის არმიაში საკვების დეფიციტის ფონზე კანიბალიზმის შემთხვევები დაფიქსირდა - The Sunday Times
კობახიძე - ყველა პარამეტრით ვუსწრებთ უკრაინას და მოლდოვას
ზურაბიშვილი ქართველი მებრძოლების ჩამოსვენებაზე - საპატიო ყარაული არ არის, დიდი სირცხვილია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics