22:58 - 04 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-12-13 13:10:18, 635 ნახვა

პოლიტიკა
სვენ მიქსერი - ჩემი სურვილია, რომ საქართველო ერთპარტიული მმართველობისგან გათავისუფლდეს

ჩემი სურვილია, რომ საქართველო გათავისუფლდეს ერთპარტიული მმართველობისგან და წავიდეს პატარა კომპრომისზე, ორიენტირებულ კოალიციურ მმართველობაზე, - ამის შესახებ ევროპარლამენტარმა, სვენ მიქსერმა განაცხადა.

სვენ მიქსერის თქმით, ყველა მხარემ, იქნება ეს ოპოზიცია თუ მმართველი პარტია, პატივი უნდა სცეს ევროპულ ღირებულებებს, თუმცა, უფრო მეტი პასუხისმგებლობა ეკისრება, მას ვისაც პოლიტიკური ძალაუფლება აქვს.

"მე შემიძლია გამოვხატო ჩემი პირადი პოზიცია რეგიონში პოლიტიკურ პროცესებზე, რომელიც ფართოდ ახდენს გავლენას ევროპის უსაფრთხოებაზე. ამ სტრატეგიულ რეგიონში რუსეთმა არ დატოვა წმინდა ადგილი მისი სასტიკი ზრახვების და ამბიციების განხორციელების გარეშე, ამიტომ ვფიქრობ, რომ მდგრადი უსაფრთხოება რეგიონში იქნება გარანტია ამა თუ იმ ქვეყნების ევროკავშირში ინტეგრაციისკენ და ამას არ აქვს ალტერნატივა თუ ამ ქვეყნებს ნამდვილად არ სურთ, იყვნენ რუსეთის სასტიკი გავლენის გარეშე.

ყველა მხარემ უნდა სცეს პატივი ევროპულ ღირებულებებს, იქნება ეს ოპოზიცია თუ მმართველი პარტია, თუმცა, რა თქმა უნდა, უფრო მეტი პასუხისმგებლობა ეკისრება, ვისაც აქვს პოლიტიკური ძალაუფლება. ჩემი სურვილია, რომ საქართველო გათავისუფლდეს ერთპარტიული მმართველობისგან და წავიდეს პატარა კომპრომისზე, ორიენტირებულ კოალიციურ მმართველობაზე", - განაცხადა სვენ მიქსერმა.

შეგახსენებთ, 8 ნოემბერს, ევროკომისიამ გაფართოების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა, სადაც აღნიშნულია, რომ ევროკომისია ევროპულ საბჭოს მიმართავს რეკომენდაციით, საქართველოს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მიენიჭოს.

ევროკომისიამ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების რეკომენდაცია 9 დათქმით გასცა:

  • ევროკავშირისა და მისი ღირებულებების წინააღმდეგ დეზინფორმაციასთან და უცხოურ საინფორმაციო მანიპულაციასა და ჩარევასთან ბრძოლა;
  • ევროკავშირის საერთო საგარეო უსაფრთხოების პოლიტიკასთან საქართველოს შესაბამისობის გაუმჯობესება;
  • პოლიტიკური პოლარიზაციის საკითხის შემდგომი განხილვა, მათ შორის, პარლამენტში ოპოზიციურ პარტიებთან ერთად საკანონმდებლო მუშაობა უფრო ინკლუზიური გზით, განსაკუთრებით, საქართველოს ევროინტეგრაციასთან დაკავშირებულ კანონმდებლობაზე;
  • თავისუფალი, სამართლიანი და კონკურენტული საარჩევნო პროცესის უზრუნველყოფა, განსაკუთრებით 2024 წელს და ეუთო/ოდირის რეკომენდაციების გათვალისწინება. საარჩევნო რეფორმის დასრულება, მათ შორის, არჩევნებამდე მუშაობის დაწყება ელექტორატის ადეკვატური წარმომადგენლობის უზრუნველსაყოფად;
  • საპარლამენტო კონტროლის დანერგვის გაუმჯობესება, განსაკუთრებით უსაფრთხოების სამსახურებზე. ინსტიტუციური დამოუკიდებლობის, განსაკუთრებით საარჩევნო ადმინისტრაციის, ეროვნული ბანკის და კომუნიკაციების კომისიის მიუკერძოებლობის უზრუნველყოფა;
  • ჰოლისტური და ეფექტიანი სასამართლო რეფორმის დანერგვა და დასრულება. მათ შორის, იუსტიციის უმაღლესი საბჭოსა და პროკურატურის სამსახურის სრულფასოვანი რეფორმის განხორციელება, ვენეციის კომისიის რეკომენდაციების სრულად გათვალისწინებით და გამჭვირვალე და ინკლუზიური პროცესით;
  • ანტიკორუფციული ბიუროს, სპეციალური საგამოძიებო სამსახურისა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის ეფექტურობისა, ინსტიტუციური დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის უზრუნველყოფა. ამ ორგანოებთან დაკავშირებით ვენეციის კომისიის რეკომენდაციების გათვალისწინება ინკლუზიურ პროცესით. კორუფციისა და ორგანიზებული დანაშაულის საქმეების ეფექტური გამოძიების ძლიერი გამოცდილების დაგროვება;
  • მიმდინარე სამოქმედო გეგმის გაუმჯობესება დეოლიგარქიზაციასთან დაკავშირებით, რათა დეოლიგარქიზაცია განხორციელდეს მრავალსექტორული, სისტემური მიდგომით, ვენეციის კომისიის რეკომენდაციების შესაბამისად, გამჭვირვალე და ინკლუზიური პროცესის შედეგად, ოპოზიციური პარტიებისა და სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობით;
  • ადამიანის უფლებების დაცვის გაუმჯობესება, მათ შორის, ადამიანის უფლებების ამბიციური სტრატეგიის განხორციელებით, ასევე შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების უზრუნველყოფით. დაიწყოს მიუკერძოებელი, ეფექტური და დროული გამოძიებები მოწყვლადი ჯგუფების, მედია-პროფესიონალებისა და სამოქალაქო საზოგადოების აქტივისტების მიმართ საფრთხისშემცველ შემთხვევებზე და ძალადობის ორგანიზატორებისა და დამნაშავეების პასუხისგებაში მიცემა. სამოქალაქო საზოგადოებასთან კონსულტაციების გამართვა, კანონშემოქმედებით და პოლიტიკის შემუშავების პროცესში მათი ჩართულობისა და თავისუფლად მოქმედების უზრუნველყოფა.




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
გვარამია- პირველად ისტორიაში, ევროკავშირთან ბევრად ახლოს და რუსეთისგან ბევრად შორს არიან სომხები
უვიზო მიმოსვლის შეჩერებაზე ოცნება იქნება პასუხისმგებელი - ევროპარლამენტის ანგარიშის პროექტი
პირველმა არხმა ფეხბურთში 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ჩვენების ლიცენზია დაკარგა
საქართველოში შემაშფოთებელი ტენდენციებია - მედიის თავისუფლების კოალიციის 16 წევრი ქვეყანა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics