|
2023-12-13 09:58:48, 703 ნახვა
პოლიტიკა
კალაძე - მზად ვართ, ყველაფერი გავაკეთოთ, რომ ჩვენი ქვეყანა ევროპას კიდევ უფრო დავაკავშიროთ
„ქართული ოცნებაა“ ერთადერთი ძალაა, ვინც ამ მიმართულებით რეალურ ნაბიჯებს დგამდა, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე საუბრისას განაცხადა. კალაძის თქმით, აღნიშნულ გზაზე „ქართულმა ოცნებამ“ მნიშვნელოვანი რეფორმები გაატარა. „ის, რაც „ქართულმა ოცნებამ“ გააკეთა მართლაც მნიშვნელოვანია, ის რეფორმები, რაც განხორციელდა, ჩვენს პარტნიორებთან ერთად გადადგმული ნაბიჯები. ამ ყველაფერში ოპოზიცია არ მონაწილეობდა, ისინი მხოლოდ ხელს გვიშლიდნენ, მაქსიმალური მცდელობა ჰქონდათ, ბრიუსელში სირბილის ჩათვლით, რომ ქვეყანას აღნიშნული სტატუსი არ მიეღო, თუმცა, ყველამ დაინახა, რომ ერთადერთი ძალა „ქართული ოცნებაა“ ვინც ახორციელებდა რეფორმებს. ასე გაგრძელდება მომავალშიც, რადგან ეს არ არის დღეს რაღაც გააკეთო და გაჩერდე. ეს პროცესია, რასაც სჭირდება მომდევნო წლებში კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა. მზად ვართ, ყველაფერი გავაკეთოთ, რომ კიდევ უფრო დავაკავშიროთ ჩვენი ქვეყანა ევროპას“, - განაცხადა კალაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)