|
2023-12-12 22:56:32, 948 ნახვა
პოლიტიკა
ვარჰეი - საქართველომ და საქართველოს მთავრობამ სამუშაო შეასრულეს, ამიტომ ქვეყანას სტატუსი უნდა მიენიჭოს
საქართველომ და საქართველოს მთავრობამ სამუშაო შეასრულეს, ამიტომ, საქართველოს უნდა მიენიჭოს სტატუსი, - ამის შესახებ გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა, ოლივერ ვარჰეიმ განაცხადა. ვარჰეის თქმით, მისი გზავნილი საქართველოს ხალხისა და მთავრობისადმი არის, რომ გააგრძელონ მუშაობა, რადგან ეს არის საუკეთესო რეცეპტი წარმატებისთვის. „ეს არის სტრატეგიული გადაწყვეტილება, რომელიც ლიდერებმა თავად უნდა მიიღონ. მე ვფიქრობ, რომ ჩვენი წინადადებები ძალიან მკაფიოა. ვფიქრობთ, რომ საქართველომ გრძელი გზა გაიარა. საქართველომ და საქართველოს მთავრობამ სამუშაო შეასრულეს, ამიტომ, საქართველოს უნდა მიენიჭოს კანდიდატის სტატუსი. ვნახავთ, ამას ევროპული საბჭო თუ დაადასტურებს. ჩემი გზავნილი საქართველოს ხალხისა და საქართველოს მთავრობისადმი იქნება - გააგრძელეთ მუშაობა. ეს არის საუკეთესო რეცეპტი წარმატებისთვის“, - განაცხადა ოლივერ ვარჰეიმ.
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)