|
2023-12-12 20:42:02, 593 ნახვა
საზოგადოება
ღუდუშაური - მშობიარობისა და საკეისროს დროს, აყვანილი ექიმის მომსახურება გათვალისწინებულია ტარიფში და ამ მიზეზით, პაციენტის საყოველთაო პროგრამიდან გათიშვა არ შეიძლება
მშობიარობისა და საკეისროს დროს, აყვანილი ექიმის ანაზღაურება გათვალისწინებულია იმ ტარიფში, რომელიც დავაწესეთ. ამ სერვისის გამო, არც ერთ კლინიკას არ აქვს უფლება პაციენტი გაიყვანოს დაფინანსების DRG მოდელიდან და ასეთ შემთხვევებში გვაქვს საკმაოდ მკაცრი რეაგირება, - აღნიშნულის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, ილია ღუდუშაურმა განაცხადა. ილია ღუდუშაურის თქმით, რეფორმა სექტორთან მჭიდრო კომუნიკაციის შედეგად განხორციელდა. „ქვეყანაში არსებობს კლინიკები, რომლებიც ერთგვარ, პრემიუმ სერვისს სთავაზობენ პაციენტებს, მაგალითად VIP პალატები და ა.შ, რასაც სახელმწიფო არ აფინანსებს. იმ შემთხვევაში თუ პაციენტს სურს, ე.წ. VIP პალატა ან სხვა ექსტრაორდინარული სერვისი, რა თქმა უნდა, შეუძლია, ერთჯერადად, გამოეთიშოს საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამას და თავად დააფინანსოს მომსახურების ხარჯები. თუმცა, აყვანილი ექიმის მომსახურება, დანამდვილებით შემიძლია გითხრათ, რომ არის ტარიფში გათვალისწინებული და ამ მიზეზით, პაციენტის საყოველთაო პროგრამიდან გათიშვა, არ შეიძლება. ახლაც, როდესაც პროგრამა საპილოტე რეჟიმი მოქმედებს, ვახდენთ რეაგირებას და კლინიკებს ვატყობინებთ, რომ არ შეიძლება, ამ მიზეზით, მარტივად რომ ვთქვათ, პაციენტები მოვატყუოთ. თუმცა, ორი თვის თავზე, როდესაც პროგრამის საპილოტე რეჟიმი დასრულდება, ამოქმედდება სანქციები და შესაბამისი სანქციები აუცილებლად განხორციელდება ჯანდაცვის სამინისტროს მხრიდან“, - განაცხადა ილია ღუდუშაურმა. ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის განცხადებით, სამედიცინო დაწესებულების უმრავლესობა გადაწყვეტილებით კმაყოფილია. „სერვისების სენსიტიურობიდან გამომდინარე, ჩვენ ძალიან ადრე დავიწყეთ კომუნიკაცია კლინიკებთან და ასოციაციებთან. ამ კომუნიკაციის შედეგად, ვფიქრობ, რომ სამშობიაროების აბსოლუტური უმრავლესობა მეტ ნაკლებად კმაყოფილია. რაც შეეხება გარკვეულ გამოწვევებს, რაც კონკრეტულ, მაღალანაზღაურებად ექიმებთან მიმართებაში სახელდება, ამ შემთხვევაში ჯანდაცვის სამინისტროს აქვს კონკრეტული პოზიცია - ეს არის კლინიკის და ექიმის ურთიერთობის საკითხი, როდესაც ექიმი არის ძალიან წარმატებული, ჰყავს ბევრი პაციენტი, ამ შემთხვევაში კლინიკამ და ექიმმა ანაზღაურების ნაწილი უნდა დაარეგულირონ შიდა სტრუქტურით, რაც ბევრად სამართლიანი იქნება“, - განაცხადა ილია ღუდუშაურმა.
ირანმა რუსი უმდიდრესი ოლიგარქის იახტას ჰორმუზის სრუტის გავლით ნება დართო
რუსეთის არმიაში საკვების დეფიციტის ფონზე კანიბალიზმის შემთხვევები დაფიქსირდა - The Sunday Times
კობახიძე - ყველა პარამეტრით ვუსწრებთ უკრაინას და მოლდოვას
ზურაბიშვილი ქართველი მებრძოლების ჩამოსვენებაზე - საპატიო ყარაული არ არის, დიდი სირცხვილია
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსეთის არმიაში საკვების დეფიციტის ფონზე კანიბალიზმის შემთხვევები დაფიქსირდა - The Sunday Times
რუსეთის ფედერაციამ შეუტია ოდესის ოლქის საპორტო ინფრასტრუქტურას
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)