22:58 - 04 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-12-12 20:15:20, 624 ნახვა

პოლიტიკა
მამუკა მდინარაძე - გიორგი გახარიას სამარკო ნიშანი ღალატია

გახარიამ ერთი მაგალითი მაინც დაასახელოს, ერთი მტკიცებულება მაინც დადოს. პრემიერ-მინისტრი იყო და მაშინ ყველაფერი იდეალურად იყო, გადადგა და უცებ შემდეგ კორუფცია ატყდა, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

მისი თქმით, გახარიას განცხადებები არის ტყუილი.

„მანამდე ყველაფერი კარგად იყო, არაფორმალური მმართველობა არ იყო, ხალხი ბედნიერი იყო, ბიძინა ივანიშვილი გაწეული იყო და გახარიას ვერაფერს უბედავდა, უცებ, თანამდებობიდან გადადგა თუ არა, არაფორმალური მმართველობა იყო, დაიწყო ფულების დატაცება მმართველი გუნდის წარმომადგენლების მხრიდან და ქვეყანაში ატყდა ერთი ამბავი. ამ სიგიჟის დაჯერება უნდა ხალხისთვის. ეს პიარული თავხედობაა, თაღლითობაა, ყველაფერს იტყუება. მისი სამარკო ნიშანი ღალატია. კაცმა თავი გადადო იმისთვის, რომ ვიღაცის დავალებები შეასრულოს. უკვე ვაშაძის დონეზე მივიდა, რომელსაც შუბლის ძარღვი არ აქვს, ნებისმიერ რამეს იტყვის. გახარიაც ამ ფორმაში ჩადგა“, - განაცხადა მდინარაძემ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
გვარამია- პირველად ისტორიაში, ევროკავშირთან ბევრად ახლოს და რუსეთისგან ბევრად შორს არიან სომხები
უვიზო მიმოსვლის შეჩერებაზე ოცნება იქნება პასუხისმგებელი - ევროპარლამენტის ანგარიშის პროექტი
პირველმა არხმა ფეხბურთში 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ჩვენების ლიცენზია დაკარგა
საქართველოში შემაშფოთებელი ტენდენციებია - მედიის თავისუფლების კოალიციის 16 წევრი ქვეყანა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics