|
2023-12-12 18:57:44, 946 ნახვა
პოლიტიკა
ღარიბაშვილი - დონალდ ტუსკს პოლონეთის პრემიერ-მინისტრად არჩევას გულითადად ვულოცავ
გულითადად ვულოცავ დონალდ ტუსკს პოლონეთის პრემიერ-მინისტრად არჩევას, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სოციალურ ქსელ X-ში (ყოფილ Twitter-ზე) წერს. როგორც მთავრობის მეთაური აღნიშნავს, ევროკავშირის წევრობის გზაზე საქართველოს პოლონეთის მტკიცე მხარდაჭერის იმედი აქვს. „გულითადად ვულოცავ დონალდ ტუსკს პოლონეთის პრემიერ-მინისტრად არჩევას. მოუთმენლად ველით ნაყოფიერ თანამშრომლობას ჩვენს ქვეყნებს შორის არსებული მტკიცე ურთიერთობების კიდევ უფრო გასაძლიერებლად. საქართველოს საგარეო პოლიტიკის განხორციელებისას, ევროკავშირის წევრობის გზაზე, ჩვენ პოლონეთის მტკიცე მხარდაჭერის იმედი გვაქვს", - აღნიშნავს ირაკლი ღარიბაშვილი. ცნობისთვის, პოლონეთის სეიმმა პრემიერ-მინისტრად ოპოზიციური კოალიციის ლიდერი დონალდ ტუსკი აირჩია.
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)