2023-12-12 18:25:43, 620 ნახვა
მსოფლიო
პაკისტანში, სამხედრო ბაზაზე თავდასხმას, სულ მცირე, 23 ჯარისკაცი ემსხვერპლა - არიან დაშავებულებიც
პაკისტანში, სამხედრო ბაზაზე თავდასხმას, სულ მცირე, 23 ჯარისკაცი ემსხვერპლა, ათობით კი დაშავდა. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
როგორც მედიასაშუალება წერს, თავდასხმა ხაიბერ-პახტუნხვას პროვენციაში გამთენიისას მოხდა, როდესაც დანაღმული მანქანა იმ პოლიციის შენობაში შევარდა, რომელიც პაკისტანის არმიის ბაზად გამოიყენება.
თავდასხმაზე პასუხისმგებლობა პაკისტანის „თალიბანთან“ დაკავშირებულმა დაჯგუფებამ აიღო.
ავტორი: ექსპრესნიუსი,