06:10 - 26 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-12-12 18:02:04, 579 ნახვა

მსოფლიო
პესკოვი - ბაიდენისა და ზელენსკის შეხვედრის შედეგები ბრძოლის ველზე ვითარებას ვერ შეცვლის

აშშ-ისა და უკრაინის პრეზიდენტების შეხვედრის შედეგები სპეციალური სამხედრო ოპერაციის მიმდინარეობას ვერ შეცვლის, - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.

პესკოვის თქმით, ყველას უნდა ესმოდეს, რომ უკრაინაში ჩასული ათობით მილიარდი დოლარი მას ბრძოლის ველზე რაიმე წარმატების მიღწევაში არ დაეხმარა.

პესკოვმა ასევე აღნიშნა, რომ კრემლი აშშ-ისა და უკრაინის ლიდერების შეხვედრას ყურადღებით დააკვირდება.

„ყველასთვის მნიშვნელოვანია, გვესმოდეს, რომ უკრაინაში ჩასული ათობით მილიარდი დოლარი არ დაეხმარა მას ბრძოლის ველზე რაიმე წარმატების მიღწევაში. დანარჩენი ათეულობით მილიარდი დოლარი, რაც უკრაინას სურს, ასევე განწირული იქნება იმავე ფიასკოსთვის, ჩვენ კარგად გვესმის ეს პროცესი. ეს ვერ შეცვლის ვითარებას ბრძოლის ველზე და ვერც სპეციალური სამხედრო ოპერაციის მიმდინარეობას“, - განაცხადა პესკოვმა.

ცნობისთვის, უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ამერიკის შეერთებულ შტატებში გუშინ, 11 დეკემბერს ჩავიდა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
იტალიის პრემიერ-მინისტრი პუტინის G20-ის სამიტზე მიწვევას ეწინააღმდეგება
მედია: ტრამპმა პაკისტანში ირანთან მოსალაპარაკებლად აშშ-ს დელეგაცია არ გაგზავნა
სუს: დავაკავეთ სუს-ის ყოფილი და შსს-ს მოქმედი თანამშრომელი, ბრალი ედება სუს-დან საიდუმლო ინფორმაციის გატანაში
ირაკლი [დაჩი] ბერაია აუდიტის სამსახურის უფროსის პირველ მოადგილედ დაინიშნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics