01:00 - 27 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-12-12 13:32:36, 629 ნახვა

საზოგადოება
როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში 12-14 დეკემბერს - გარემოს ეროვნული სააგენტოს პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტო 12-14 დეკემბერს საქართველოში მოსალოდნელი ამინდის შესახებ პროგნოზს აქვეყნებს.

სააგენტოს ინფორმაციით, 15 დეკემბრამდე საქართველოში შენარჩუნებული იქნება დროგამოშვებით ნალექიანი ამინდი. 15 დეკემბერს გამოიდარებს, დასავლეთ საქართველოს დაბლობში დღის მაქსიმალური ტემპერატურა +22 გრადუსამდე მოიმატებს.

"ქ. თბილისში 12-13 დეკემბერს წვიმა და ნისლია მოსალოდნელი, 14-15 დეკემბერს უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში +10, +12 გრადუსი დაფიქსირდება.

სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი): 15 დეკემბრამდე დროგამოშვებით იწვიმებს. 15 დეკემბერს კი გამოიდარებს და დათბება.

დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში (ქუთაისი, ზესტაფონი, ზუგდიდი, მარტვილი, ოზურგეთი): 15 დეკემბრამდე დროგამოშვებით იწვიმებს. 15 დეკემბერს კი გამოიდარებს და დათბება.

დასავლეთ საქართველოს მთიან რეგიონებში (ამბროლაური, ონი, ცაგერი, შოვი, ჭიათურა, საჩხერე, ხულო): 15 დეკემბრამდე დროგამოშვებით იწვიმებს. 15 დეკემბერს კი გამოიდარებს და დათბება.

დასავლეთ საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში (მესტია, ბახმარო): 15 დეკემბრამდე დროგამოშვებით თოვაა მოსალოდნელი, 15 დეკემბერს კი გამოიდარებს.

ქართლში (რუსთავი, ბოლნისი, მარნეული, გარდაბანი, გორი, ცხინვალი): 15 დეკემბრამდე დროგამოშვებით ნალექიანი ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში +10, +12 გრადუსი დაფიქსირდება.

კახეთში (საგარეჯო, თელავი, გურჯაანი, სიღნაღი, ლაგოდეხი, ყვარელი, ახმეტა, დედოფლისწყარო): 15 დეკემბრამდე დროგამოშვებით წვიმაა მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში +9, +11 გრადუსი იქნება.

აღმოსავლეთ საქართველოს მთიან რეგიონებში (ახალციხე, ბორჯომი, დუშეთი, თიანეთი, ფასანაური, დედოფლისწყარო): 15 დეკემბრამდე დროგამოშვებით ნალექია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში +8, +10 გრადუსი დაფიქსირდება.

აღმოსავლეთ საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში (ახალქალაქი, წალკა, ბაკურიანი, გუდაური, ომალო): 15 დეკემბრამდე დროგამოშვებით თოვლი, ნისლი და ქარბუქია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში +4, +6 გრადუსი დაფიქსირდება", - ნათქვამია გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციაში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ირანმა რუსი უმდიდრესი ოლიგარქის იახტას ჰორმუზის სრუტის გავლით ნება დართო
რუსეთის არმიაში საკვების დეფიციტის ფონზე კანიბალიზმის შემთხვევები დაფიქსირდა - The Sunday Times
კობახიძე - ყველა პარამეტრით ვუსწრებთ უკრაინას და მოლდოვას
ზურაბიშვილი ქართველი მებრძოლების ჩამოსვენებაზე - საპატიო ყარაული არ არის, დიდი სირცხვილია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics