00:56 - 27 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-12-12 12:10:12, 541 ნახვა

საზოგადოება
გლდანის გამგეობის საქმიანობის ერთი წლის ანგარიშის პრეზენტაცია გაიმართა

​გლდანის რაიონის გამგეობის 2023 წლის პროექტების ანგარიშის პრეზენტაცია გაიმართა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

უწყების ცნობით, გამგებლის მოვალეობის შემსრულებელმა, ბესიკ კალაძემ საზოგადოებას გამგეობის მიერ ერთი წლის განმავლობაში შესრულებული საქმიანობის ანგარიში წარუდგინა.

„მიმდინარე წლის განმავლობაში, გლდანში მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტები განხორციელდა. მათ შორის, საგზაო ინფრასტრუქტურა 109 086 კვ.მ ფართობზე მოწესრიგდა; წყალარინებისა და სანიაღვრე ქსელი 13 მისამართზე მოეწყო; რაიონს 6 მრავალფუნქციური სკვერი შეემატა; სკვერებში დაზიანებული ინფრასტრუქტურის შეკეთება-რეაბილიტაცია 126 მისამართზე ჩატარდა; საბავშვო-გასართობი ატრაქციონები კი 3 მისამართზე განთავსდა; გრუნტის დამჭერი კედლის და კიბე-პანდუსის მოწყობა 6 მისამართზე დასრულდა; 46 მისამართზე ჩატარდა სხვა ინფრასტრუქტურული სამუშაოები. ჯანსაღი ცხოვრების წესის ხელშეწყობის მიზნით, 4 მისამართზე სრულიად ახალი სპორტული მოედანი მოეწყო, 29 მისამართზე კი - რეაბილიტირდა; სამ მისამართზე საერთო სარგებლობის აივნების გამაგრება განხორციელდა. შშმ პირებისთვის ელექტრო პანდუსების მოწყობის სამუშაოები 6 მისამართზე ჩატარდა.

ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების დაფინანსების პროგრამის ფარგლებში, 2023 წელს 219 სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტი შესრულდა. მათ შორის, საცხოვრებელ კორპუსში სახურავი და წყალსაწრეტი მილები 78 შეიცვალა; 52 ლიფტის მოწყობა-რეაბილიტაცია განხორციელდა და 34 კორპუსის მიწისქვეშა კომუნიკაციები მოწესრიგდა.

მიმდინარე წელს გამგეობამ სხვადასხვა ტიპის კულტურული, სპორტული და საგანმანათლებლო ხუთი ღონისძიება ჩაატარა, სამი წინა საახალწლო ღონისძიება ამჟამად მიმდინარეობს.

ღონისძიების ბოლოს გამგებლის მოვალეობის შემსრულებელმა თანამშრომლები მადლობის სიგელით დააჯილდოვა.

პრეზენტაციას თბილისის მერის მოადგილე კახა გულედანი, დედაქალაქის საკრებულოს წევრები, თბილისის მთავრობის წარმომადგენლები, გლდანის რაიონის გამგეობის სამოქალაქო საბჭოს წევრები და სხვა მოწვეული სტუმრები დაესწრნენ“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ირანმა რუსი უმდიდრესი ოლიგარქის იახტას ჰორმუზის სრუტის გავლით ნება დართო
რუსეთის არმიაში საკვების დეფიციტის ფონზე კანიბალიზმის შემთხვევები დაფიქსირდა - The Sunday Times
კობახიძე - ყველა პარამეტრით ვუსწრებთ უკრაინას და მოლდოვას
ზურაბიშვილი ქართველი მებრძოლების ჩამოსვენებაზე - საპატიო ყარაული არ არის, დიდი სირცხვილია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics