|
2023-12-12 11:26:16, 558 ნახვა
საზოგადოება
„თიბისის“ 2023 წლის დემო დღეები - შემაჯამებელი ღონისძიება
„თიბისიმ“ შემაჯამებელი დემო დღე ჩაატარა, სადაც წლის განმავლობაში ჩატარებული დემო დღეები და განხორციელებული პროექტები განიხილეს. დემო დღეს ეჯაილ გუნდები იკრიბებიან და კოლეგებს, დაინტერესებულ მხარეებსა თუ ლიდერებს შიდა თუ გარე მოხმარების მუშა ფუნქციონალებზე ინფორმაციას უზიარებენ. ასევე, იღებენ უკუკავშირს, რითაც პროდუქტებსა და პროცესებს აუმჯობესებენ. „თიბისიში“ დემო დღეების პრაქტიკა აქტიურად 2023 წელს დაინერგა. წლის განმავლობაში 10 დემო დღე ჩატარდა და 100-ზე მეტი ინკრემენტი გაზიარდა. დემო დღეებს, უშუალოდ „თიბისიში“, რამდენიმე დატვირთვა და მიზანი აქვს - ერთ-ერთი ბანკის მასშტაბით გამჭირვალობის შექმნაა. ამასთან ერთად, მთავარი მიზანი იტერაციული და ინკრემენტალური პროცესის გაძლიერებაა, ეს კი გულისხმობს იმას, რომ გუნდები მოკლე ვადებში ისეთ ფუნქციონალებს ქმნიან და ასაჯაროებენ, რომლებიც სამომხმარებლო გამოცდილებას აუმჯობესებს, შესაძლო ხარვეზებს აღმოფხვრის და პროდუქტის ღირებულებას ზრდის. „კომპანიის დემო დღე, გუნდებისთვის კარგი შესაძლებლობაა, დაინტერესებულ მხარეებს გააცნონ მათ მიერ მოკლე დროში შექმნილი ღირებულება. მაგალითად, გუნდები 2-4 კვირაში გამოყენებად, ღირებულ პროდუქტებს ქმნიან. მომხმარებლისთვის პროდუქტის სწრაფად მიწოდება სწრაფი უკუკავშირის მიღების შესაძლებლობაა, რაც საბოლოო ჯამში გვეხმარება მომხმარებლის საჭიროებებზე მორგებული პროდუქტები და სერვისები შევქმნათ. ამასთან ერთად, დემო დღე უზრუნველყოფს ორგანიზაციაში გამჭირვალე პროცესის შექმნას, სადაც ლიდერები და გუნდები მომხმარებლის თვალით აფასებენ ინკრემენტებს. ფორმატითა და შინაარსით დემო დღის ღონისძიება Agile ღირებულებებსა და პრინციპებს პირდაპირ ეხმიანება“, - აცხადებს ლევან სილაგაძე, „თიბისის“ Agile მწვრთნელი. „თიბისის“, როგორც რეგიონის მოწინავე ტექნოლოგიური კომპანიის, მისია მომხმარებლისთვის განსაკუთრებული გამოცდილების შექმნა და მათი ცხოვრების გამარტივებაა. ამ მიზნით, კომპანია არაერთ ინიციატივას ანხორციელებს - მათ შორის ერთ-ერთი გამორჩეულია ღონისძიება დემო დღეა, რომელიც ფინანსური თუ არაფინანსური პროდუქტების გაუმჯობესებას უწყობს ხელს და საქმიანობას კიდევ უფრო გამჭვირვალეს ხდის.
ირანმა რუსი უმდიდრესი ოლიგარქის იახტას ჰორმუზის სრუტის გავლით ნება დართო
რუსეთის არმიაში საკვების დეფიციტის ფონზე კანიბალიზმის შემთხვევები დაფიქსირდა - The Sunday Times
კობახიძე - ყველა პარამეტრით ვუსწრებთ უკრაინას და მოლდოვას
ზურაბიშვილი ქართველი მებრძოლების ჩამოსვენებაზე - საპატიო ყარაული არ არის, დიდი სირცხვილია
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსეთის არმიაში საკვების დეფიციტის ფონზე კანიბალიზმის შემთხვევები დაფიქსირდა - The Sunday Times
რუსეთის ფედერაციამ შეუტია ოდესის ოლქის საპორტო ინფრასტრუქტურას
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)