00:57 - 27 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-12-12 11:15:24, 510 ნახვა

საზოგადოება
ნინო თანდილაშვილმა​ დუბაიში გამართულ აზიის განვითარების ბანკის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა

​საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილე ნინო თანდილაშვილმა გაერთიანებული ერების კლიმატის ცვლილების კონფერენციის (COP 28) ფარგლებში გამართულ აზიის განვითარების ბანკის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, ღონისძიება სოფლის მეურნეობის, სურსათისა და ბუნებრივი რესურსების სექტორის მდგრადი განვითარების საკითხებს მიეძღვნა.

მათივე ცნობით, ნინო თანდილაშვილმა სიტყვით გამოსვლისას ყურადღება გაამახვილა აზიის განვითარების ბანკის კლიმატგონივრული ირიგაციის სექტორის განვითარების პროექტზე, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოში სოფლის მეურნეობის ირიგაციის სისტემების მოდერნიზებასა და ინსტიტუციური რეფორმების მხარდაჭერას.

„აღნიშნული პროექტი აზიის განვითარების ბანკის პირველი პროექტია, რომელიც სოფლის განვითარების სექტორში კავკასიის რეგიონში განხორციელდება. პროექტის განხორციელების შედეგად, უზრუნველყოფილი იქნება წყლის ხელმისაწვდომობა ადგილობრივი ფერმერებისთვის; ასევე, წყლის რესურსების მდგრადი მართვა”, - აღნიშნა ნინო თანდილაშვილმა.

მინისტრის პირველმა მოადგილემ სიტყვით გამოსვლისას ყურადღება გაამახვილა კლიმატის ცვლილების მიმართულებით საქართველოს მიერ გადადგმულ ნაბიჯებზე, მათ შორის, ეროვნულ დონეზე განსაზღვრული წვლილისა და კლიმატის სამოქმედო გეგმის განხორციელების პროგრესზე, საქართველოს გრძელვადიანი დაბალემისიიანი განვითარების სტრატეგიასა და ადაპტაციის გეგმაზე, რომელიც განვითარების პროცესშია, აგრეთვე წყლის რესურსების ინტეგრირებული მართვის სისტემის დასანერგად მიმდინარე რეფორმაზე.

ღონისძიებას აზიის განვითარების ბანკის ცენტრალური და დასავლეთ აზიის დეპარტამენტის გენერალური დირექტორი, სოფლის მეურნეობის, სურსათის, ბუნებისა და სოფლის განვითარების ხელმძღვანელი, სექტორალური დირექტორი, მსოფლიოს სასურსათო პროგრამის პოლიტიკისა და პროგრამის განყოფილების, სურსათის სისტემებისა და მდგრადობის სამსახურის დირექტორი ესწრებოდნენ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ირანმა რუსი უმდიდრესი ოლიგარქის იახტას ჰორმუზის სრუტის გავლით ნება დართო
რუსეთის არმიაში საკვების დეფიციტის ფონზე კანიბალიზმის შემთხვევები დაფიქსირდა - The Sunday Times
კობახიძე - ყველა პარამეტრით ვუსწრებთ უკრაინას და მოლდოვას
ზურაბიშვილი ქართველი მებრძოლების ჩამოსვენებაზე - საპატიო ყარაული არ არის, დიდი სირცხვილია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics